ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები - რამდენმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა მინიმალური ბარიერი?

ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები - რამდენმა აბიტურიენტმა ვერ გადალახა მინიმალური ბარიერი?

ზოგადი უნარების გამოცდის მინიმალური ბარიერი აბიტურიენტების 13%-ზე მეტმა ვერ გადალახა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფო დოლიძემ განუცხადა. მისივე თქმით, მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა აიღო უმაღლესი - 80 ქულა.

„ტესტის სხვადასხვა ვერსიის სირთულე მერყეობს საშუალო ფარგლებში. გვაქვს ვარიანტი, რომელიც საშუალოზე მარტივიც არის, ესაა მესამე ვარიანტი. საშუალოზე ცოტა რთული ვარიანტია მეორე. 13%-ზე ცოტა მეტია ისეთი, რომელმაც ზღვარი ვერ გადალახა. ისინი, სამწუხაროდ, კონკურსს გამოეთიშებიან. ვერსიებს შორის მინიმალური ბარიერები ასეთია: მესამე ვარიანტი -24 ქულა, პირველი და მეოთხე ვარიანტი - 23 ქულა, მეორე ვარიანტი - 22 ქულა“, - განაცხადა სოფო დოლიძემ.

მისივე თქმით, აბიტურიენტები, რომლებმაც რთული ვარიანტი დაწერეს, არ დაიჩაგრებიან, რასაც სკალირების პროცედურა უზრუნველყოფს.

„იმისათვის, რომ არ დაიჩაგრონ ის აბიტურიენტები, რომლებმაც შედარებით რთული ვერსიები შეასრულეს, ჩვენ მერე უკვე სკალირების პროცედურას მივმართავთ. სკალირების პრინციპი არის, რომ ჩვენ ქულებს მაქსიმალურად ვათანაბრებთ ერთმანეთთან. ასე რომ, ამ თვალსაზრისით აბიტურიენტებმა არ უნდა ინერვიულონ, თუ რთული ვარიანტი შეასრულეს, ეს მათ აუცილებლად დაუფასდებათ“, - განაცხადა სოფო დოლიძემ.

დღეს ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გახდა ცნობილი, სხვა საგნების შედეგები კი, ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ