მეუფე იაკობი - თუ არ მოისვენებენ, ვინც გიორგი მამალაძეს იცავენ, ისინიც გაეხვევიან შარში

მეუფე იაკობი - თუ არ მოისვენებენ, ვინც გიორგი მამალაძეს იცავენ, ისინიც გაეხვევიან შარში

თუ არ მოისვენებენ, ვინც გიორგი მამალაძეს იცავენ, ისინიც გაეხვევიან შარში, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჟურნალისტები მეუფისგან დაინტერესდნენ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ მეუფე იაკობის მისამართით გამოთქმული ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც მამალაძის წინააღმდეგ ბრალი სწორედ მეუფე იაკობისა და შორენა თეთრუაშვილის ინტერესების გატარებას უკავშირდება.

„ეს არის სიცრუე. ადამიანი როდესაც მატყუარაა, ყოველთვის მატყუარად დარჩება. ამაზე ყოველთვის ჭორიკნები საუბრობდნენ. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ თუ არ მოისვენებენ, ვინც გიორგი მამალაძეს იცავს, ისინიც გაეხვევიან შარში,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა ამ განცხადებაში.

როგორც მეუფე აცხადებს, სინოდის სხდომა შემოდგომაზე გაიმართება და ერთ-ერთი განსახილველი საკითხი დეკანოზ გიორგი მამალაძის თემა იქნება. მისივე თქმით, პატრიარქი ფიქრობს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავეა და მას დეკანოზის სტატუსი უნდა ჩამოერთვას.

„ჩვენ შემოდგომაზე შევიკრიბებით. ერთ-ერთი საკითხი იქნება გიორგი მამალაძის თემა. ეკლესიას მისი უდანაშაულობის რომ გვჯეროდეს, ჩვენ აქამდე გამოვიყვანდით მას. მოგახსენებთ იმასაც, რომ პატრიარქი ფიქრობს, რომ გიორგი მამალაძე დამნაშავეა,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მსჯავრდებული დეკანოზის მონახულებას ციხეში, მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ არ აპირებს.

„ვინც მას ვიცნობთ და ვიცით, რას აკეთებდა, გიორგი მამალაძესთან არ შევალთ. მეუფე გრიგოლს აქვს თავისი აზრი, თუმცა მანაც ჩემთან საუბარში თქვა, რომ გიორგი მამალაძე დამნაშავეა,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ