როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომას

როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქში" პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომას

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას და ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მოუსმინეს.

დღევანდელ სხდომას სოციალურ ქსელში სხვადასხვა სახის შეფასებები მოჰყვა:

გია აბაშიძე:

ვუცქერ გახარიას Q&A-ს. საკმაოდ შთამბეჭდავია 'დაშლილ-არმოშლილ', ტანსაცმლიდან ამომხტარებთან მშვიდი კამათისას... ეჭვიც არ მეპარება, რომ დასასჯელი დაისჯება და ვითარება გამოსწორდება. აი, შოთაძეზე კი კომენტარის გარეშე...

სალომე ასათიანი:

ხორავას ქუჩის მკვლელობების საქმემ კიდევ ერთხელ და ძალიან აშკარად გვაჩვენა, რომ ჩვენთან მართლმსაჯულების სისტემა არ არსებობს. რა კეთდება ამ სისტემის შესაქმნელად და იმისთვის, რომ მსგავსი ტრაგედიების მერე შეთითხნილი საქმეები აღარ გვიფრიალონ ურცხვად თვალწინ? აა ხო. შოთაძე გადადგა და ოპოზიციამ კომისია შექმნა. გაუგონარი დემოკრატია გვაქვს. თუ არ გჯერათ, საზარხზე გვითხრა ასე მთლად პირველმა პირმა. წავალ, ნაცარს გამოვიღებ თვალებიდან და მოვალ ცოტა ხანში.

თამო აქუბარდია:

კვირიკაშვილმა კუდი მოიქნია წასვლამდე და ეს მარაზმი - ვაი საგამოძიებო კომისია დაუტოვა ხალხს და გუნდს თავისტკივილად. ამ დაბალი პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყნისთვის ასეთი კომისია არის პოპულისტური პოლიგონი გარკვეული ძალების და ნაცები რო ბლატაობენ იმ საგამოძიებო კომისიაზე რა უნდა ვილაპარაკოთ საერთოდ. გავა წლები და ძალიან შერცხვება მომავალ თაობებს დღევანდელი რეალობის როგორც ჩვენ ვუყურებთ 25 წლის წინანდელ კადრებს და გვრცხვენია... ალბათ განვითარება ესაა, უნდა გაიაროს ყველამ რაღაც მინიმალური დონე და მერე მიდის საზოგადოება წინ ერთიანად, ანუ ჩამორჩენილებს უნდა ელოდოს განვითარებულები რას ვიზამთ.

თინა ხიდაშელი:

გახარია ცინიზმის მაღალ პროფესიულ მასტერკლასს ატარებს, შოთაძე კომენტარსაც არ იმსახურებს იმდენად საცოდავია, ქოცები ტელეფონებში ჩაძირულები, თითქოს ეს ყველაფერი მათ არ ეხებათ, კილაძე/მდინარაძის პერიოდული უინტელექტო წამოძახილი მხოლოდ ხელს უშლის გახარიას, ნაცები (სხვა რამეს რომ ეძახიან თავის თავს) კითხვებს ვერ სვამენ, გიგა დირიჟორობს, მაგრამ მარტოს უჭირს. მძიმე საყურებელია, ძალიან მძიმე!

ზვიად კირტავა:

არ ყოფილა ცუდი "პარლამენტის საგამოძიებო კომისია"! ცუდი ისაა, ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილი დანაშაულები რომ არ გარჩეულა "კომისიურად"

დავით ლილუაშვილი:

პარლამენტის საგამოძიებო კომისიას სხდომას უყურებთ? გახარია პროფესიონალიზმით და ლოგიკური სიტყვა-პასუხით აფარჩაგებს "ევრონაცებს"!!! ტირილი უნდათ, მაგრამ ჯერ "ვაჟკაცურად" თავს იკავებენ!!!

დათო ახვლედიანი:

გახარია დაკითხვაზე დაიბარეს და ტიპები იქით დაკითხა

ზაზა კევლიშვილი:

ძალიან დიდი ტრაგედია და სირცხვილია ხორავას ქუჩის ამბავი. ის რაც ხორავას ქუჩის ტრაგედიის ირგვლივ მოხდა, არ არის გამორიცხული რომ ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში მომხდარიყო, სამწუხაროდ ამის პრაქტიკები ადრეც გვქონდა და ვიცით, მაგრამ არასოდეს გვქონია პრაქტიკა დამოუკიდებელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისა, სადაც ოპოზიცია უმრავლესობაშია, იბარებს მოქმედ შსს და იუსტიციის მინისტრებს, ყოფილ გენერალურ პროკურორს და საჯაროდ, პირდაპირ ეთერში უსვამს კითხვებს.

არადა ამ კომისიის უმრავლესობაში ეხლა ვინც არიან, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კომისია კიარა სასამართლო პროცესის გადაღება არ შეიძლებოდა. მაგარი რაღაცაა დემოკრატია, ყველა მონას ათავისუფლებს, ისეთებსაც კი რომლებიც მონობით ძალიან ხეირობდნენ. შეხედეთ ევრონაცების ბედნიერ სახეებს. დღეს გახდნენ ისინი დეპუტატები. მიშას დროს შს მინისტრი ქუჩაში ხელს არ ჩამოართმევდა.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს