ფოტოები მაგისტრალზე მომხდარი ავარიის ადგილიდან - დაღუპულია ავტობუსის მგზავრი

ფოტოები მაგისტრალზე მომხდარი ავარიის ადგილიდან - დაღუპულია ავტობუსის მგზავრი

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ცოტა ხნის წინ მომხდარი ავარიის ფოტოები "ფეისბუქზე" ვრცელდება. პოსტის ავტორი თვითმხილველი ანა ხავთასია.

"აი როგორი პროფესიონალი მძღოლები გვყავს, 160 რომ მოდის ხალხით, და ბავშვებით სავსე.... კონტროლისა და წესების გარეშე.... გარდაცვლილებითა და გაუბედურებული ოჯახებით..." - წერს ხავთასი.

"ჩანჩქერივით მდიოდა სისხლი, უცებ დაბნელდა... დაღუპული მძღოლის შვილია" - რას ყვებიან ავტობუსის მგზავრები, რომელიც სოფელ ფერმასთან ტრაილერს შეეჯახა

სოფელ ფერმასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 6 ადამიანი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა განუცხადეს, სამგზავრო ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, მომხდარის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო: მძიმე ავარია სოფელ ფერმასთან, სადაც ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა: დაღუპულია 1, დაშავებულია 6 ადამიანი

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს