ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა იოჰანა სიგურდარდოტირმა ოფიციალურად მოაწერა ხელი თავის საყვარელთან - მწერალ და ჟურნალისტ იონონა ლეოსდოტირთან.
წყვილმა ქორწინება ისლანდიაში ახალი კანონის მიღების შემდეგ შეძლო, რომელიც ერთსქესიან მოქალაქეებს დაქორწინების უფლებას აძლევს.
ეს კანონი 12 ივლისს პარლამენტმა მოიწონა, 27 ივნისსს კი ძალაში შევიდა. მანამდე ერთსქესიან ისლანდიელ პარტნიორებს სამოქალაქო კავშირით რეგისტრაცია შეეძლოთ, მაგრამ ოფიციალურ ქორწინებად ეს არ განიხილებოდა.
68 წლის სიგურდარდოტირი ხელისუფლებაში 2009 მოვიდა და ის მსოფლიოში სახელმწიფოს პირველი მეთაურია, ვინც თავის არატრადიციულ სქესობრივ ორიენტაციას არ მალავს. მანამდე სიგურდარდოტირს მამაკაცებთანაც ჰქონდა ურთიერთობა, მას ორი ვაჟი ჰყავს.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.