"მალხაზ მაჩალიკაშვილი, ელისო კილაძე და მე ტერორისტები გაგვხადა ხელისუფლებამ" - ზაზა სარალიძე სათადარიგო გეგმაზე გადასვლას აანონსებს

"მალხაზ მაჩალიკაშვილი, ელისო კილაძე და მე ტერორისტები გაგვხადა ხელისუფლებამ" - ზაზა სარალიძე სათადარიგო გეგმაზე გადასვლას აანონსებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე დღეიდან სათადარიგო გეგმის ამუშავებაზე გადასვლის შესახებ იუწყება.

როგორც გარდაცვლილი მოზარდის მამა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, დღეს საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ხელისუფლებამ მისი მოშორება გადაწყვიტა. „ახლა ვიქნებოდით გერმანიის მართლმსაჯულების წინაშე წარმდგარი მე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ელისო კილაძე ტერორიზმის ბრალდებით. როგორც ირკვევა მალხაზ მაჩალიკაშვილიზე გასცა ინფორმაცია ხელისუფლებამ, რომ ის იყო ტერორისტობაში ეჭვმიტანილი და გერმანიის ძალოვნებს მიმართა მის დასაკავებლად.

ვინაიდან ჩვენ, მალხაზ მაჩალიკაშვილის თანმხლები პირები ვიყავით, მე და ქალბატონი ელისო, ესე იგი, ჩვენ მიგვცემდნენ პასუხისგებაში როგორც ტერორისტის თანამოაზრეებს ან კიდევ სხვა რამ. ანუ მსოფლიოს ჩვენ ვერანაირი გზით ვეღარ დავაჯერებდით ჩვენს სიმართლეს და ამით გამანეიტრალებდნენ მეც. მალხაზ მაჩალიკაშვილი, ელისო კილაძე და ზაზა სარალიძე ტერორისტები გაგვხადა ხელისუფლებამ. დღეიდან გადავდივარ მე პირადად სათადარიგო გეგმის ამუშავებაზე.

ზაზა სარალიძე განადგურდა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს. მას მეორედ ვეღარ გაანადგურებთ. სანამ პირში სული მიდგას, მანამ ვიბრძოლებ ჩემი შვილის სულის სიწმინდისთვის.

ბატონო გომელაურო, ის პიროვნებაც თქვენ გამოგყვებათ უკან, ვისაც მიგზავნიდით ხოლმე მოლაპარაკებებზე, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის ახლობლად ვთვლიდი დღემდე“, - წერს ზაზა სარალიძე.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ