პორტუგალიაში ხანძრის 20 კერას 1300 მეხანძრე ებრძვის

პორტუგალიაში ხანძრის 20 კერას 1300 მეხანძრე ებრძვის

ამ დროისთვის პორტუგალიაში ხანძრის 20 კერაა, რომელთაგან მხოლოდ ხუთია ჩაქრობის სტადიაში. სამოქალაქო თავდაცვის ინფორმაციით, ხანძრების ჩაქრობაში 1300 მეხანძრე, 14 ვერტმფრენი, თვითმფრინავი და სახმელეთო ტექნიკა მონაწილეობს.

ყველაზე რთული ვითარება მონშიკის პროვინციაშია, საიდანაც ხანძრის გამო, ასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. აქ ხანძარს 800 მეხანძრე და ათობით ავიაცია ებრძვის.

სტიქიის შედეგად, ექვსი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ორი მძიმე მდგომარეობაშია. ხანძრის ჩაქრობის პროცესში ჩართულია ასი სამხედრო მოსამსახურე.

ქვეყნის 11 რეგიონში საშიშროების „წითელი დონე“ ნარჩუნდება. დღეს, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ტემპერატურამ 45 გრადუსს მიაღწია, შაბათს კი ტემპერატურული რეკორდი - 46,8 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"