ვინ არის ქართველი ტოპმოდელი, რომელიც "დოლჩე და გაბანას" ჩვენებაზე ელონ მასკის დედის გვერდით გამოვიდა

ვინ არის ქართველი ტოპმოდელი, რომელიც "დოლჩე და გაბანას" ჩვენებაზე ელონ მასკის დედის გვერდით გამოვიდა

იტალიაში, კომოს ტბის სანაპიროზე Dolce&Gabbana-ს ბოლო ჩვენება გაიმართა. იტალიური ექსტრავაგანტურობის ქალი, მდიდრული აქსესუარები და მკვეთრი ფერები - არც ამჯერად უღალატეს დომენიკომ და სტეფანომ გლამურულ სტილს. ეს ჩვენება გამორჩეული იყო იმითაც, რომ მსოფლიოს წამყვანი მოდელების უფროსი თაობა მონაწილეობდა: "სფეის იქსის" დამფუძნებლის ელონ მასკის დედა - მეი მასკი, ნაომი კემპბელი, ევა ჰერციგოვა, ჰელენა კრისტენსენი, მათ გვერდით კი პოდიუმზე იდგა ქართველი მოდელი, 23 წლის თათია ახალაია.

თათია საერთაშორისო სამოდელო კონკურს Elite ModelLook Georgia 2015-ის გამარჯვებული და IC Model Management-ის ტოპმოდელია. თანამშრომლობს ისეთ დიზაინერებსა და სამოდელო სახლებთან, როგორიც არიან: რობერტო კავალი, ემილიო პუჩი, "ჰერმესი", "მიუ მიუ", ნარცისო როდრიგესი, ჯონათან საუნდერსი და სხვები. თათია ექსკლუზიურად მოგვითხრობს ჩვენებასა და ტოპმოდელების ყოველდღიურობაზე.

"ალტა მოდა" კომოს ტბაზე

- Dolce&Gabbana-ს უკანასკნელი "ალტა მოდას" ჩვენება ყველაზე დასამახსოვრებელი და ლამაზი იყო. ეს, ალბათ კომოს ტბის ულამაზესი ბუნების და ზღაპრული კოლექციის სინთეზმაც განაპირობა. ეს უფრო პერფორმანსი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ჩვენება. დიდი პატივია ნაომი ქემპბელთან, ევა ჰერციგოვასა და ჰელენა კრისტენსენთან ერთად პოდიუმზე გავლა. მარტივია მათთან ურთიერთობა, არ არიან ქედმაღლები, მაგრამ ნაომი მაინც გამონაკლისია, ის განცალკევებით იყო სხვა მოდელებისგან, გარდა ჩვენების ფინალისა, როცა ყველანი ვიდექით დიზაინერების გვერდით. სტეფანო და დომენიკო ძალიან თბილი, მეგობრული ადამიანები არიან. განსაკუთრებით, დომენიკო. გუნდი, რომელიც მათთან მუშაობს ძალიან შეკრულია, აქ ექსცესები არ ხდება.

Dolce&Gabbana-ს ჩვენებაზე პირველად შარშან მოვხვდი. ქასთინგდირექტორს მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში შევხვდი და რამდენიმე თვის შემდეგ ჩემს იტალიურ სააგენტოს სთხოვა, ჩავსულიყავი მორგებაზე ჩვენებისთვის, მათ კი ია კიწმარიშვილს გააგებინეს. მას შემდეგ ბევრჯერ ვითანამშრომლე ბრენდთან, ტანსაცმლის შექმნაში ვმონაწილეობდი, ერთ-ერთი ხაზის კატალოგისა და ლუქბუქის გადაღებაშიც.

დიდი ბრენდების ქასთინგზე უამრავი გოგო იყრის თავს. ქასთინგს ისე არ უნდა მიუდგე, როგორც კონკურსს. არასდროს მიფიქრია, რომ ერთმანეთზე უკეთესები ან უარესები ვართ. უბრალოდ ყველა დიზაინერს თავისი ხედვა აქვს და კოლექციისთვის ტიპაჟებსაც აქედან გამომდინარე არჩევს. შესაბამისად, არ ვიძაბები, არც კომუნიკაცია მიჭირს და არც უადგილოდ თავის გამოჩენა მახასიათებს. ყველაფერში ზომიერებაა საჭირო, მეტისმეტი ფამილიარობა არავის მოსწონს...განაგრძეთ კითხვა

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს