თაკო გაჩეჩილაძე უცხოელ პროდუსერზე თხოვდება (ფოტო)

თაკო გაჩეჩილაძე უცხოელ პროდუსერზე თხოვდება (ფოტო)

დები გაჩეჩილაძეების ცხოვრება მუდმივად საინტერესოა, თუმცა, შოუ-ბიზნესის ბევრი წარმომადგენლისგან განსხვავებით, თაკო და ნინო მრავალრიცხოვანი წარმატებული ან წარუმატებელი რომანებით არ გამოირჩევიან და შესაბამისად, მათ პირად ცხოვრებაზე პრესაში თითქმის არასდროს იწერება.

თაკო გაჩეჩილაძეს ერთხელ ჰქონდა შექმნილი ოჯახი. მისი ყოფილი ქმარი დათო სალაძეა, რომელთანაც თაკოს ოჯახი მალე დაენგრა და მონასტერშიც იყო წასული. მას შემდეგ თაკოს პირად ცხოვრებაზე სარწმუნო ჭორებიც კი აღარ გავრცელებულა. თუმცა როგორც ჩანს, მომღერალი ამჯერად შეყვარებულია.

უკვე ბოლო რამდენიმე თვეა, "რეიტინგი" აქტიურად ადევნებს თვალს თაკოს "ინსტაგრამის" პირად გვერდს, სადაც მომღერალი ხშირად დებს სთორებს და ფოტოს უცხოელ მამაკაცთან ერთად. ისინი ერთმანეთს ძირითადად საზღვარგარეთ ხვდებიან.

რამდენიმე დღის წინ, თაკო დასთან, ნინო გაჩეჩილაძესთან ერთად ვენაში გაემგზავრა. ნინომ ინსტაგრამის სთორიში თაკოსა და ჩვენ მიერ შემჩნეული უსიმპატიურესი მამაკაცის ფოტო გამოაქვეყნა, წარწერით "love", რამაც ჩვენი ვარაუდები გაამართლა. აშკარაა, რომ თაკოს რჩეული უსიმპატიურესი უცხოელი მამაკაცია.

განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ წყვილის ფოტოები

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს