"პროგრამას რეფორმა შეეხება" - რა ბედი ელის უფასო ფაკულტეტებს

"პროგრამას რეფორმა შეეხება" - რა ბედი ელის უფასო ფაკულტეტებს

განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, უფასო ფაკულტეტების საკითხის შესწავლისას გამოჩნდა, რომ შედეგები ის არ არის, რაც მოლოდინი იყო, ამიტომ პროგრამას რეფორმა შეეხება.

ამის შესახებ ბატიაშილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უფასო ფაკულტეტების მიმართულებით გამოყოფილია დაახლოებით 12 მლნ ლარი. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით გვჭირდება რეფორმირება. ეს საკითხი შედეგის მხრივ არაეფექტურად მუშაობს. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც რეფორმა შეეხება. მუშავდება რამდენიმე შეფასების სისტემა, რომელიც ვფიქრობთ, შემოდგომაზე გაცხადდება. ეს ყველაფერი მიმართული იქნება იქით, რომ ჩვენს მოსწავლეებს და სტუდენტებს სწავლის ხარისხი გაუუმჯობესდეთ“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, განათლების სამინისტრო ამზადებს რეფორმების პაკეტს, რომელსაც სექტემბერში წარადგენს.

„ვემზადებით, რომ სექტემბერში, ძალიან მალე წარვადგინოთ რეფორმა, რომელიც შეეხება განათლების ხუთივე საფეხურს და მოიცავს მთელ სისტემას. წარმოდგენილი იქნება მთლიანი ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს განათლების სისტემის რეფორმირება. ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან და რეფორმის პრეზენტაციამდე გაგრძელდება კონსულტაციები. სისტემური რეფორმები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძირეული. გადაიდგმება რადიკალური ნაბიჯები სისტემის წინსვლისთვის“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ