"მკვლელი ახლახანს გამოსულა ციხიდან და ყოფილ შეყვარებულზე შური იძია..." - რას ყვებიან თვითმხილველები ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაზე

"მკვლელი ახლახანს გამოსულა ციხიდან და ყოფილ შეყვარებულზე შური იძია..." - რას ყვებიან თვითმხილველები ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაზე

8 აგვისტოს, საღამო საათებში, ვარკეთილში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა წყვილი საკუთარ სახლში ადიოდა, როცა მოულოდნელად მათ სადარბაზოში შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა. ყველაფერი წამებში მოხდა. შეიარაღებულ მამაკაცს არ დაუმალავს მათთვის, რომ იქ შურის საძიებლად იყო მისული. ახალგაზრდა ქალს უთხრა, რომ ქმარს მოუკლავდა და უცებ გიორგი ფეიქრიშვილის მისამართით ორჯერ გაისროლა. ქალს მეუღლე თვალწინმოუკლა, დაჭრილი მამაკაცი იქვე, ლიფტთან ჩაიკეცა. შოკირებული ქალი მასთან მისვლას და დახმარებას ცდილობდა, მაგრამ მოძალადემ ის დაიჭირა და მასთან მიახლოების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ შეიარაღებული დამნაშავე შეეცადა ქალი სადარბაზოდან გაეყვანა. როგორც ჩანს, ქალი მას წინააღმდეგობას უწევდა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი ქალს თმებით მიათრევდა. სროლის ხმაზე გარეთ მეზობლები გამოცვივდნენ და უმძიმესი სურათი დახვდათ. სისხლის გუბეში იწვა გია ფეიქრიშვილი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ის ადგილზე იყო გარდაცვლილი. სხეულზე ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ერთი თავში, მეორე კი გულმკერდის არეში.

შემთხვევის დროს ასევე დაიჭრა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც დახმარების გაწევას ცდილობდა. 48 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ინფორმაციაც გაავრცელა და დანაშაულის მოტივად ეჭვიანობა დაასახელა. თავდამსხმელის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) აღიძრა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მართალია სამართალდამცველებს არ დაუკონკრეტებიათ თუ რა იეჭვიანა მამაკაცმა და ცოლს ქმარი რატომ მოუკლა, თუმცა მომხდარზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. მოკლულის ოჯახის წევრები ტრაგედიაზე არ საუბრობენ, თუმცა უბანში ამბობენ, რომ ამ ნაბიჯით დამნაშავემ ახალგაზრდა ქალზე შური იძია და საყვარელი მამაკაცი მოუკლა.

"ზუსტად რა მოხდა არ ვიცით, ოჯახის წევრები გაოგნებულები არიან და არ საუბრობენ. თუმცა უბანში ამბობენ ამას, რომ მკვლელს თურმე ეს გოგო უყვარდა. მერე ისე მომხდარა, რომ ბიჭი დაუჭერიათ და ციხეში დიდი ხნით გამოუკეტავთ. ამის მერე გოგომ გია გაიცნო და მას გამოყვა ცოლად. ისინი დიდი ხნის ცოლ-ქმარი არიან. ორი შვილი ჰყავთ, ბიჭი მგონი 7 წლის არის, პატარა 3-ის. წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა. ძალიან პატიოსანი ოჯახი აქვთ ფეიქრიშვილებს. აქ ჩვენს თვალწინ გაიზარდა გიორგი. კარგი, ზრდილობიანი ახალგაზრდა იყო. ახლახანს გამოსულა ციხიდან ეს მკვლელი და ყოფილი შეყვარებულზე შურისძიება გადაუწყვეტია. გაიგო ეტყობა საცხოვრებელი მისამართი, ჩაუსაფრდა მათ და გია მოკლა. ასევე დაჭრა შემთხვევითი გამვლელი და გაიქცა...წაიკითხეთ ვრცლად

ფოტოზე: მოკლული გია ფეიქრიშვილი

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს