შსს-მ ქვემო ქართლში მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გახსნა

შსს-მ ქვემო ქართლში მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში მომხდარი კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობა გახსნა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული თ.ვ., განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის შულავერის თემის სოფელ სეიდგოჯალოს ტყეში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა საკუთარ ბიძაშვილს - 1997 წელს დაბადებულ ნ.ვ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა თ.ვ. ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს" - ნათქვამია განცხადებაში.

მკვლელობა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სეიდ გოჯალოში 7 მაისს მოხდა. 21 წლის ნამაზ ვალიევი მდინარე დებედას ნაპირზე გარდაცვლილი ნახეს.

ნახეთ ვიდეო: 24 წლის მამაკაცმა ბიძაშვილს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა - ქვემო ქართლში მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გაიხსნა

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე