ხანძარს საბერძნეთში ქარი კიდევ უფრო აძლიერებს, მეხანძრეები ლოკალიზებას ვერ ახერხებენ

ხანძარს საბერძნეთში ქარი კიდევ უფრო აძლიერებს, მეხანძრეები ლოკალიზებას ვერ ახერხებენ

საბერძნეთში, კუნძულ ევბეაზე ძლიერი ხანძრის გამო ორი სოფელია ევაკუირებული. „როიტერსის“ ინფორმაციით, ტყეში გაჩენილ ხანძარს ქარი კიდევ უფრო აძლიერებს.

სახანძრო სამსახურის განმარტებით, სოფლების - კონტოდესპოტისა და სტავროსის ევაკუაციის გადაწყვეტილება სიფრთხილის ზომების გამო მიიღეს.

ტყეში გაჩენილმა ხანძარმა საბერძნეთის დედაქალაქთან ახლოს ივლისში 94 ადამიანი იმსხვერპლა. ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი, სახანძრო სამსახურისა და პოლიციის ხელმძღვანელები თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამასთან, ციპრასმა გასცა ათასობით უკანონოდ აშენებული ნაგებობის დემონტაჟის ბრძანება, შენობებმა ხანძრის დროს ხალხს გაქცევაში შეუშალა ხელი და ათეულობით ადამიანმა გადარჩენა ვერ შეძლო.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"