საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი წელს მეცამეტედ გაიმართება

17:42 / 14-08-2018

ბა­თუ­მის სა­ავ­ტო­რო ფილ­მე­ბის XIII სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი 2018 წლის 16-23 სექ­ტემ­ბერს ჩა­ტარ­დე­ბა. კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის მე­ნე­ჯმენ­ტმა და­ას­რუ­ლა ფილ­მე­ბის მი­ღე­ბა 2018 წლის პროგ­რა­მის­თვის. BIAFF 2018 ფეს­ტი­ვა­ლის სრუ­ლი პროგ­რა­მა გა­მო­ცხა­დე­ბა 1 სექ­ტემ­ბერს. აგ­ვის­ტოს შუა რი­ცხვე­ბი­დან პე­რი­ო­დუ­ლად და­ა­ნონსდე­ბა ფეს­ტი­ვა­ლის სხვა­დას­ხვა სექ­ცი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე ფილ­მე­ბის სია.

კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი16 სექ­ტემ­ბერს, ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო მუ­სი­კა­ლუ­რი ცენ­ტრში გა­იხ­სნე­ბა. გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ქარ­თუ­ლი კი­ნოს 110 წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად და­გეგ­მი­ლია ქარ­თუ­ლი კი­ნოკ­ლა­სი­კის უხმო ფილ­მის "ჩემი ბე­ბია" (რე­ჟი­სო­რი - კოტე მი­ქა­ბე­რი­ძე) ჩვე­ნე­ბა, რომ­ლის მუ­სი­კა­ლურ გა­ფორ­მე­ბას შე­ას­რუ­ლებს ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტი დუ­და­ნა მაზ­მა­ნიშ­ვი­ლი. გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ასე­ვე, და­გეგ­მი­ლია ქარ­თვე­ლი კი­ნო­ო­პე­რა­ტო­რის - ლო­მერ ახვლე­დი­ა­ნის და­ჯილ­დო­ე­ბა BIAFF-ის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზით კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი­სათ­ვის.

კი­ნოჩ­ვე­ნე­ბე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა შემ­დეგ ლო­კა­ცი­ებ­ზე:

  • კი­ნო­თე­ატ­რი "აპო­ლო"
  • სას­ტუმ­რო „უინდჰე­მის“ კონ­ფე­რენს დარ­ბა­ზი
  • კი­ნოჩ­ვე­ნე­ბე­ბი ღია ცის­ქვეშ ერას მო­ე­დან­ზე

კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის პროგ­რა­მა - პროგ­რა­მა შედ­გე­ბა შემ­დე­გი სექ­ცი­ე­ბის­გან - სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი (მხატ­ვრუ­ლი, დო­კუ­მენ­ტუ­რი და მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი), რეტ­როს­პექ­ტი­ვე­ბი, დი­დოს­ტატ­თა კო­ლექ­ცია, ქარ­თუ­ლი პა­ნო­რა­მა, ევ­რო­პის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის კო­ლექ­ცია.

2018 წლის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე სხვა­დას­ხვა სექ­ცი­ებ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 40 სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი და დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი და 40 მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი 30 ქვეყ­ნი­დან

კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის პრი­ზე­ბი - გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია პრი­ზე­ბის შემ­დე­გი კა­ტე­გო­რი­ე­ბი:

  • მხატ­ვრუ­ლი ფილ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი - გრან პრი, სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სუ­რა, სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, სა­უ­კე­თე­სო ქა­ლის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ჟი­უ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი.
  • დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი - სა­უ­კე­თე­სო დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი, ჟი­უ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი
  • მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სი - სა­უ­კე­თე­სო მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი, ჟი­უ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი პრი­ზი
  • კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ყო­ველ­წლი­უ­რი პრი­ზი მსოფ­ლიო კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლი­სათ­ვის (ე.წ. LIFETIME ACHIEVEMENT) - ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი კი­ნო­მოღ­ვა­წეს­თვის

მას­ტერკლა­სე­ბი - კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე სტუმ­რის სტა­ტუ­სით ჩა­მო­სუ­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ინ­ტერ­სო მას­ტერკლა­სე­ბი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის და კი­ნოს სფე­რო­თი და­ინ­ტრე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის

კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე დას­წრე­ბა - კი­ნო­სე­ან­სებ­ზე დას­წრე­ბა უფა­სოა! კი­ნო­თე­ატრ "აპო­ლო"-ში კი­ნოჩ­ვე­ნე­ბებ­ზე დას­წრე­ბის­თვის სა­ჭი­როა წი­ნას­წარ “უფა­სო ბი­ლე­თე­ბის” (რაც კონ­ტრო­ლის და ად­გი­ლე­ბის და­ჯავ­შნის მე­ქა­ნიზ­მია) აღე­ბა. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ "აპო­ლო­ში" მხო­ლოდ 160-მდე ად­გი­ლია, დას­წრე­ბის მსურ­ვე­ლებ­მა უმ­ჯო­ბე­სია აი­ღონ ე.წ. "უფა­სო ბი­ლე­თე­ბი” ად­გი­ლის რე­ზერ­ვა­ცი­ის მიზ­ნით.

მე­დია აკ­რე­დი­ტა­ცია - სხვა­დას­ხვა მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა აკ­რე­დი­ტა­ცი­ის­თვის უნდა შე­ავ­სონ შე­სა­ბა­მი­სი ფორ­მა, რო­მე­ლიც გან­თავ­სე­ბუ­ლია ფეს­ტი­ვა­ლის სა­იტ­ზე - biaff.org/media-acreditation კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ფეს­ტი­ვა­ლის ვებ-გვერ­დის და სოც. მე­დი­ის სა­ი­ტე­ბი­დან - http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის სა­კონ­ტაქ­ტოი ინ­ფორ­მა­ცია - info@biaff.org, აკ­რე­დი­ტა­ცი­ის­თვის - press@biaff.org; ტელ: 599-482181

კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი - ბა­თუ­მის ხე­ლო­ვან­თა სახ­ლი “არ­გა­ნი”, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პარტნი­ო­რი - ქ. ბა­თუ­მის მე­რია.

გაზიარება
ტეგები:
#BIAFF
მკითხველის კომენტარები /1/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
BIAFF
0
0
ფასი?
16:30 / 25-08-2018
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
17:30 / 13-02-2019
გაიცანით "მის ირანი 2015", რომელიც თბილისში ცხოვრობს და საკუთარი ბიზნესი აქვს
13:28 / 13-02-2019
სტივენ ტაილერს საკუთარ შვილზე 11 წლით უმცროსი ქალი უყვარს - როგორ გამოიყურება როკერის რჩეული
12:08 / 12-02-2019
გახსოვთ მეა "მეალომანიადან"? დღეს ის "საქართველოს ვარსკვლავის" ჟიურიშია - თიკო ბერძენიშვილის გზა ვირტუალური წამყვანობიდან გენ. დირექტორის მოადგილეობამდე
იხილეთ მეტი
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია