ავტორი:

"ველოსიპედით სეირნობდა, როდესაც მანქანა დაეჯახა" - ავტოსაგზაო შემთხვევას 24 წლის გოგონა ემსხვერპლა

"ველოსიპედით სეირნობდა, როდესაც მანქანა დაეჯახა" - ავტოსაგზაო შემთხვევას 24 წლის გოგონა ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას კიდევ ერთი ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. 24 წლის ანა ენდელაძეს ავტომობილი იმ დროს დაეჯახა, როდესაც ველოსიპედით სეირნობდა. შემთხვევა ქუთაისში, ორი კვირის წინ მოხდა. ამ დროის განმავლობაში გოგონა საავადმყოფოში იმყოფებოდა, თუმცა დღეს დილით გარდაიცვალა.

"შემთხვევის დღეს, დილით ანას დედისთვის უთქვამს, რომ ველოსიპედით სეირნობას აპირებდა. დედას ალბათ გული უგრძნობდა, რომ ასეთი საშინელება მოხდებოდა, არ წახვიდეო, უთქვამს. თუმცა ანა მაინც გავიდა. 2 აგვისტოს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. ველოსიპედით სეირნობდა, როდესაც მანქანა დაეჯახა. სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა და ორი კვირა იქ იმყოფებოდა. დღეს დილით გარდაიცვალა... ასეთი საშინელება მოხდა" - ამბობს Ambebi.ge-სთან საუბრისას გარდაცვლილი გოგონას ახლობელი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უწყების ინფორმაციით, დანიშნულია ექსპერტიზა, რაც მომხდარის მიზეზს დაადგენს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ