ავტორი:

როგორ ცხოვრობდნენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მაფიოზების ცოლები - მათი უმეტესობა მოკლეს ან დააპატიმრეს

როგორ ცხოვრობდნენ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მაფიოზების ცოლები - მათი უმეტესობა მოკლეს ან დააპატიმრეს

ისინი ნაკლებად ჩნდებიან საზოგადოებაში, მათი ქმრების საქმიანობის შესახებ კი მთელმა მსოფლიომ იცის. გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მაფიოზების ცოლების ისტორიებს.

მეი კაპონე

ალ კაპონე 19 წლის იყო, როცა 18 წლის ირლანდიელი გოგონა მეი კაიფლინი მოიყვანა ცოლად. როგორც ცნობილია, მეიმ ქორწილამდე გაუჩინა მომავალ მაფიოზს ვაჟი. ალ კაპონემ გოგონას სიფილისი გადასდო, რის გამოც მისი ცოლი მთელი ცხოვრება იტანჯებოდა. მათი ვაჟიც ამ დაავადებით დაიბადა. ბავშვს თავის ტვინზე ოპერაცია გაუკეთეს, რის გამოც ის მთელი ცხოვრება ნახევრად ყრუ იყო. ყველაფრის მიუხედავად მეის თავისი მეუღლე ძალიან უყვარდა და ის მისი ერთგული იყო. ალ კაპონე 1947 წელს ინსულტისა და პნევმონიის გამო გარდაიცვალა. მეი 1986 წელს 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამისგან განსხვავებით, ალბერტ კაპონემ გვარი შეიცვალა, ბრაუნი გახდა და კრიმინალურ სამყაროს კანონმორჩილი ცხოვრება

ალისა დაიმონდი

რელიგიურ ალისას არ მოსწონდა მეუღლის ჯეკ ლექს დაიმონდის საქმიანობა, თუმცა მისი ერთგული იყო და ღალატსაც პატიობდა. ალისა მეუღლისთვის ლოცულობდა, რომელსაც საკმაოდ ბევრი ცოდვა ჰქონდა. ჯეკი კი აშშ-ში მშრალი კანონის დროს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი განგსტერი იყო. ალკოჰოლური სასმელების კონტრაბანდის გარდა, ის საკმაოდ სასტიკად უსწორდებოდა კონკურენტებს, იტაცებდა ხალხს და აწამებდა კიდეც. მას უამრავჯერ დაესხნენ თავს. ერთხელ 5 ტყვიაც მოხვდა, მაგრამ მაფიოზმა მოახერხა სასტუმროს ნომრიდან გამოსვლა და გადარჩენა. კრიმინალურ სამყაროში მას უკვდავიც შეარქვეს, თუმცა საბოლოოდ დაიმონდმა ზედმეტსახელი ვერ გაამართლა და ის 1931 წელს მორიგი თავდასხმისას მოკლეს. მაფიოზის მკვლელობის შეკვეთას როგორც კრიმინალური სამყაროს წევრებს, ისე სამართალდამცავებსა და პოლიტიკოსებსაც უკავშირებდნენ. მეუღლის დაღუპვიდან 2 წლის შემდეგ კი ბრუკლინში, საკუთარ სახლში ალისაც მოკლეს.

მარია ესკობარი

1976 წელს დამწყებმა ნარკობარონმა 27 წლის პაბლო ესკობარმა ცოლად 15 წლის მარია ვალეჰო მოიყვანა. მარიას ესკობარი ძალიან უყვარდა და ღალატსაც პატიობდა. მან ყველაფერი იცოდა მეუღლის საქმიანობის შესახებ, სწორედ ამიტომ, მაშ შემდეგ რაც 1993 წელს ესკობარი ჩაცხრილეს, მარია შვილებთან ერთად გამოგონილი სახელებით იმალებოდა. ნარკობარონის ოჯახის წევრები სამართალდამცავებმა მაინც დააკავეს, ამიტომ მარია ციხეშიც მოხვდა, თუმცა მისი დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინეს და მალევე გაათავისუფლეს. ციხის დატოვების შემდეგ მარიამ და მისმა გოგონამ სახელები შეიცვალეს. პაბლოს ვაჟი ხუან პაბლო კი მამას ყოველთვის დიდი სიყვარულით იხსენებდა. როგორც ცნობილია, მაშინ როცა ესკობარი 1 წლის განმავლობაში იმალებოდა, ის ოჯახსაც არ უკავშირდებოდა, თუმცა ვაჟს დაბადების დღეზე დაურეკა და სწორედ ამ ზარის შემდეგ რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა ის ჩაცხრილეს.

განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"