ავტორი:

"ნუ გეშინია! იქ ჩვენები გელოდებიან..." - განო მელითაურის ემოციური პოსტი ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებაზე

"ნუ გეშინია! იქ ჩვენები გელოდებიან..." - განო მელითაურის ემოციური პოსტი ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებაზე

განო მელითაური მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების ფაქტს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებული ემოციური პოსტით ეხმაურება:

"ზუზიკ, მე ბაკურიანში ვარ ბავშვებით... ლიფტში გაგიშეშებია წამი. ეს სისულელე რომ წავიკითხე წელი გამიშეშდა და სიცხემ მომცა. ვზივარ გაშეშებული წელით და ყველა მომენტის აღდგენას ვცდილობ 16 წლიდან მოყოლებული! მაინც რა სულელპეტრე ხარ ლიფტი რამ მოგაფიქრებინა?! ბოლოს რომ გნახე მივხვდი დაღლილი იყავი მეგობარო. სულ მეფიქრებოდა, ვაითუ ვეღარ გაუძლოსთქო... ნუ გეშინია! ჩვენები გელოდებიან, გულში ჩაგიკრავენ, ლამაზ სახლში წაგიყვანენ, სადაც არ არსებობს დრო და მატერია, ქირის თანხა, შეუსრულებელი როლები და ბოროტი უგულო შურიანი და ზერელე ადამიანები! იქ ერთი დიდი სივრცეა ქარიზმატული გულებისთვის და აბა შენ იცი, სისულელეების ჩადენაში ტოლი არ დაიყენო!

უბრალოდ იცი რაზე ვბრაზდები? ძალიან ადრე იყო ლიფტის ამბავი, რამდენჯერ გვიცინია ამ ყველაფერზე გახსოვს? და სულ რომ მემალებოდი ბოლოს, ყელში გქონდა ჩემი ლექციები... და მოტივაციის ასამაღლებელი პათეტიური ტექსტები, თითონაც რომ არ მჯეროდა და წინადადების დასრულებამდე ერთად ვიგუდებოდით სიცილით! მაპატიე, რომ ვერ გადაგარჩინე, ვერ დაგეხმარე რეალიზებაში, რადგან ეს ერთადერთი იყო, რაც გულით გინდოდა, სხვა ყველა ცუდი შენი უდიდესი ტალანტის ციხეში ჩასმის ბრალი იყო... არაფერი გჭირდა ჩვენი დასახმარებელი... აქეთ დაგვეხმარებოდი ამის საშუალება რომ მოეცათ.. მაპატიე "ბოლო გზა" და სახალხო დატირება აღემატება ჩემს ძალებს, მანდ ვერ დაგინახავ... შენ ეს ყველაზე კარგად იცი! მე შენ ცოცხალი მემახსოვრები, დროებით ცისფერ ბურთში მეგობარო. უკვე ძალიან დავცოტავდით...

მძულხართ ყველა, ვისაც მისი დახმარება შეეძლო და არ დაეხმარა, რეჟისორები, განსაკუთრებით ისინი პერფექტობას რომ თამაშობთ და ნახევარი თბილისი რომ ჩაალპეთ ბიოში უგულოები და უმრწამსოები ხართ! თქვენთვის არაფერი არსებობს ფულის და საკუთარი ინტერესების გარდა! არ დამავიწყდება არასდროს ერთ ერთ მსახიობს მეგობარი დაეღუპა საკუთარ დაბადების დღეზე (თავი ჩამოიხრჩო) და ალკოჰოლის მიღების გამო გააგდეთ, როცა თავად ჩალპით ნარკოტიკებში, დაეღუპა მამა და გახმოვანებაზე მიიყვანეთ სახლში ჯერ არ გადმოსვენებული ადამიანის ფონზე!

უნამუსოები ხართ ყველა ტელევიზია და პროდიუსერი, ვისაც ელემენტალური სამსახურის მიცემა შეგეძლოთ და არ მიეცით, მოტივით რომ ხასიათი არ ჰქონდა კარგი, ჰქონდა პრობლემები ეს პრობლემები ამის გამო ჰქონდა რომ დაატყვევეთ და გაჭირვებაში ამოხადეთ სული! ყველა მისი ნათესავი და შეძლებული ამხანაგი დღეს მოჩვენებით ცრემლებს რომ ღვრით! ვინც ფეხებზე დაიკიდეთ! ყველა, ვინც ხელს უწყობდით ცუდად ყოფილიყო, რათა თავად კარგი დრო გაგეტარებინათ! ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერს რაც შეგვეძლო ამ რეალობაში, მე პირადად სიყვარულის და დარიგებების გარდა აღარაფერი შემეძლო მნიშვნელოვანი (რაც რეალურად შეუმსუბუქებდა ყოფას) მისთვის მიმეცა ბოლო პერიოდში რადგან ჩამოვშორდი კინოს ტელევიზიას და ყველაფერს რაც წინა ცხოვრებას გამახსენებდა! რამდენ ადამიანს ყვარებიხარ, როგორ ვერც ერთმა ვერ მოვიცალეთ შენთვის?..

პ.ს. ნინი დედალამაზიშვილი ძალიან მიყვარხარ იმიტომ, რომ ბევრი მცდელობა გქონდა და ნამდვილი მეგობარი იყავი ზუზუსთვის და ახლა მანდ ყოფნა შეძელი მე ეს აღარ შემიძლია. გაშეშებული ვზივარ და 3 ბავშვს ვერ ვტოვებ. ჩემი გული ხარ ნინი!" - წერს მელითაური.

ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"შეიძლება გამოიწვიოს გაბრუება, თავბრუსხვევა, გონების კარგვა, კომა..." - რას წერს ნარკოლოგი საქართველოში გამოჩენილ ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე?

"ურწმუნო თომებისთვის, ვისაც ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლებოდა “ახლობლობის” გარეშე გახარიას ბიზნესომბუდსმენად დანიშვნა" - გია ხუხაშვილი

"დიდი მითქმა-მოთქმა და ვაი-ვიში გამოიწვია მესამე ანუ ბუსტერული დოზის დამატების თემამ..." - ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება