ავტორი:

2 დაღუპული და 17 დაშავებული - თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი "კამაზს" შეეჯახა

2 დაღუპული და 17 დაშავებული - თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი "კამაზს" შეეჯახა

რუსეთში, სტავროპოლის ოლქში თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი სარეისო ავტობუსისა და „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სულ ავარიის მომენტში ავტობუსში 2 მძღოლი და 40 მგზავრი იმყოფებოდა. დაიღუპა 2 ადამიანი. 9 დაშავებული, მათ შორის 2 ბავშვი გადაყვანილია ქალაქ ნევინომისკის საავადმყოფოში, 8 ადამიანი კი, მათ შორის 3 ბავშვი - ქალაქ პიატიგორსკის საავადმყოფოში. დანარჩენ მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე სპეციალურად გამოგზავნილი ავტობუსი მიიყვანს.

ნახეთ ვიდეო: თბილისიდან კრასნოდარის მიმართულებით მოძრავი ავტობუსისა და „კამაზის“ შეჯახების შედეგად დაიღუპა 2, დაშავდა 17 - მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"