მეგან ფოქსი დაქორწინდა

მეგან ფოქსი დაქორწინდა

ამერიკელი მოდელი და მსახიობი მეგან ფოქსი ახალგაზრდული სერიალის "ბევერლი ჰილზ, 90210"-ის ვარსკვლავს ბრაიან ოსტინ გრინს ცოლად გაჰყვა. ამის შესახებ ინტერნეტ-პორტალი TMZ იტყობინება.

როგორც გამომცემლობისთვის გახდა ცნობილი, წყვილმა ჰავაის კუნძულებზე მდებარე ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში იქორწინა, სადაც მეგანი და ოსტინი საზაფხულო შვებულებას ატარებენ. საქორწილო ცერემონიას მხოლოდ მსახიობების ნათესავები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

მეგან ფოქსი და ოსტინ გრინი ერთმანეთს 2004 წლიდან ხვდებოდნენ. ისინი ორჯერ იყვნენ დანიშნული. პირველად გრინმა მეგანს ხელი გაცნობიდან რამდენიმე წელიწადში სთხოვა, ფოქსიც დათანხმდა, თუმცა მოგვიანებით გაურკვეველი მიზეზების გამო ნიშნობა ჩაიშალა. წყვილი მეორედ ივნისის დასაწყისში დაინიშნა - გრინმა მსახიობს ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა, რომელიც მან მალევე დაკარგა.

24 წლის მეგანი და 36 წლის ოსტინი მანამდე დაქორწინებულნი არასდროს ყოფილან, თუმცა გრინს გადასაღებ მოედანზე გაცნობილ ვანესა მარსილთან სამოქალაქო ქორწინებიდან 8 წლის ვაჟი კასიუსი ჰყავს. ამერიკული ტაბლოიდების ინფორმაციით, მეგან ფოქსი აქტიურად მონაწილეობს ბავშვის აღზრდაში.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება