21 აგვისტოს „ჩხიკვთა ქორწილის“ პრესკონფერენცია გაიმართება

21 აგვისტოს „ჩხიკვთა ქორწილის“ პრესკონფერენცია გაიმართება

21 აგვისტოს, 12:00 საათზე, სასტუმრო „იოტაში“ (ლერმონტოვის #10) „ჩხიკვთა ქორწილთან“ დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციას დაესწრებიან: „ბლექ სი არენას“ დირექტორი, ანი კავლელიშვილი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე, შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისის“ გენერალური დირექტორი, გია ბაღაშვილი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ჯემალ ბაღაშვილი.

პრესკონფერენციის თემა: ანსამბლი „ივერია“ წარმოგიდგენთ მიუზიკლის „ჩხიკვთა ქორწილი“ განახლებულ ვერსიას, რომელსაც მაყურებელი 28 აგვისტოს, შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ იხილავს. ღონისძიება „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში იმართება.

წლევანდელი „ჩხიკვთა ქორწილი“ საიუბილეო დადგმაა და ეძღვნება ანსამბლ „ივერიის“ 50 წლის იუბილეს. ლეგენდარულ „ივერიელებთან“ - თემურ წიკლაურთან, მანანა თოდაძესთან, ნუგზარ კვაშალთან, ვახტანგ ტატიშვილთან და სხვებთან ერთად, მაყურებლის წინაშე წარდგებიან ახალი თაობის ვარსკვლავები: ნუზა ბუზალაძე (ქეთევანი), ანდრია გველესიანი (ზაქარა), ბორის ბედია (ყვავი), პოპულარული ანსამბლი, „ქუჩის მუსიკოსები“ გია ბაღაშვილის ხელმძღვანელობით და სხვა.

კომპოზიტორი - ალექსანდრე ბასილაია

ლიბრეტოს ავტორები - ჯემალ ბაღაშვილი და ავთანდილ გელოვანი

მხატვრები - ანი ნინუა და ნინო სურგულაძე

დამდგმელი ქორეოგრაფები - კოტე ფურცელაძე და ფრიდონ სულაბერიძე

სასცენო მოძრაობა - გოგა ოსეფაშვილი

მუსიკალური ხელმძღვანელი - გია ბაღაშვილი

დამდგმელი რეჟისორი - ჯემალ ბაღაშვილი

გენერალური სპონსორი: „საქართველოს ბანკი“

მედიამხარდამჭერები: „იმედი“, „ფორტუნა“, ambebi.ge, marketer.ge, ჟურნალი „O.K.“

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება