ავტორი:

ნუკრი რევიშვილის მეუღლის ემოციური პოსტი მომხდარი ტრაგედიის შემდეგ - "ტატა იყო მზე, რომელიც მუდამ გვათბობდა"

ნუკრი რევიშვილის მეუღლის ემოციური პოსტი მომხდარი ტრაგედიის შემდეგ - "ტატა იყო მზე, რომელიც მუდამ გვათბობდა"

რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარ უბედურ შემთხვევას საქართველოს ნაკრების მეკარის ნუკრი რევიშვილისა და მოდელ თიკო ჩხეიძის უფროსი ქალიშვილი ემსხვერლა. როგორც ცნობილია, გოგონამ საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს მოკიდა ხელი, რა დროსაც მასზე დენი გადავიდა და ბავშვი იმსხვერპლა.

მომხდარი ტრაგედიის შემდეგ "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს გარდაცვლილი გოგონას დედა, მოდელი თიკო ჩხეიძე.

"ვკითხულობ თქვენს თანაგრძნობის წერილებს და რაც არ უნდა გასაკირი იყოს მეამაყება. თურმე წერილებიც გეამაყება, ეგეც გეამაყება, რომ გყავს ისეთი შვილი, რომელმაც შეძრა მთელი საქართველო და არა მარტო... ტატაზე რა გითხრათ... ის ნუკრი რევიშვილის და თიკო ჩხეიძის შვილი კი არა, ის იყო ტატა რევიშვილი... ის თვითონ ქმნიდა ამინდს, მას იცნობდნენ ყველგან და ყოველთვის რჩებოდა განსაკუთრებულ ბავშვად ყველას უხაროდა მასთან ურთიერთობა, ალბათ იმიტომ რომ, მასთან ვერასდროს მოიწყენდი.. ის იყო მზე, რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას... დიდი მადლობა ყველას გამხნევებისთვის" - წერს თიკო ჩხეიძე.

"ჩემი სამივე შვილი ჩვეულებრივად განაგრძობს სკოლაში და ბაღში სიარულს" - რას წერს ამირან გამყრელიძის ვაჟი "ფეისბუქში"

რა ხდებოდა "ფეისბუქზე", როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ფოტოები, შარჟები და ცნობილების პოსტები

"შევედით პალატაში, თვალები ღია ჰქონდა, გვიყურებდა, თუმცა საუბარი არ შეეძლო" - რას წერს კოკო გამსახურდია ძმის მდგომარეობაზე