ავტორი:

ზუზუ ბეჟაშვილს დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ

ზუზუ ბეჟაშვილს დღეს მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ

მსახიობ ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილს 21 აგვისტოს, მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” გარდაცვლილის ახლობლებმა განუცხადეს. მათი ინფორმაციით, მუხათგვერდის სასაფლაოზე მსახიობის მამაა დაკრძალული და ზაზა ბეჟაშვილს სწორედ მამის გვერდით დაკრძალავენ. მსახიობის დაკრძალვა 14:00 საათზე მოხდება. ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი დოლიძის ქუჩაზე, სადარბაზოს ლიფტში გარდაცვლილი რამდენიმე დღის წინ იპოვეს. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს