ავტორი:

აივ ინფიცირების 433 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ყველაზე მეტი დაავადებული თბილისშია

აივ ინფიცირების 433 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - ყველაზე მეტი დაავადებული თბილისშია

2018 წლის 20 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 433 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან აცნობეს. მათივე ცნობით, 2017 წლის შესაბამის პერიოდში აივ ინფიცირების 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 7195 აივ ინფიცირებული პირი. აივ ინფიცირების ყველაზე მეტი - 2 622 შემთხვევა - რეგისტრირებულია თბილისში.

„ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 7195 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 5382 – მამაკაცია, 1813 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 3786 პაციენტს. 1471 პაციენტი გარდაიცვალა. 31 ივლისის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 4409.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 40.6 % (2924) - ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 45.9% (3305) - დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 10.9% (781) - მამაკაცები, რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.4% (101) - დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5% (36) - სისხლის რეციპიენტია; 0.7 % (48) - გადაცემის გზა დაუდგენელია;

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში, 2622 შემთხვევა, მათ შორის 87 უცხოეთის მოქალაქეა, 2 დაუდგენელი; სამეგრელოში - 914 შემთხვევა (აქედან ზუგდიდი - 605), იმერეთში - 898 (ქუთაისი 436), აჭარაში - 813 (ბათუმი – 512), აფხაზეთში -451, კახეთში -348, ქვემო ქართლში - 373, შიდა ქართლში - 271, გურიაში - 153, ფოთში - 110, სამცხე-ჯავახეთში - 100 და ა.შ.

ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2008 წელს -351; 2009 წელს - 385; 2010 წელს - 455; 2011 წელს - 424; 2012 წელს - 526; 2013 წელს - 490 ახალი შემთხვევა; 2014 წელს - 564; 2015 წელს - 717; 2016 წელს -719,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ