ავტორი:

თბილისი და ბათუმი 26 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით "ღამის სერენადებს" უმასპინძლებს

თბილისი და ბათუმი 26 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით "ღამის სერენადებს" უმასპინძლებს

საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები" 26 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით ბათუმსა და თბილისში უკვე მეათედ გაიმართება.

ფესტივალთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, რომელსაც ესწრებოდნენ მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, ფესტივალის გენერალური დირექტორი ნინა ცაგარელი, დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი, მევიოლინე გია იაშვილი და ფესტივალის გენერალური სპონსორი, კომპანია "თელასის" წარმომადგენელი ვალერი ფანცულაია.

წლევანდელ საიუბილეო ფესტივალში მონაწილეობენ მსოფლიოში ცნობილი სოლისტები და დირიჟორები: პიანისტი ალექსანდრე კორსანტია (საქართველო/აშშ), დირიჟორი ვახტანგ მაჭავარიანი (საქართველო/გერმანია), მევიოლინე გია იაშვილი (საქართველო/ავსტრია), მევიოლინე გეზა ჰოსზუ ლეგოცკი (შვეიცარი/აშშ), გიტარისტი სოფია ბოროსი (ავსტრია/უნგრეთი), ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტალია), კომპოზიტორი იოსებ ბარდანაშვილი (ისრაელი/საქართველო) და სხვა.

წელს ფესტივალის საბაზო ორკესტრია კამერული ორკესტრი "საქართველოს ვირტუოზები".

26, 28 და 29 აგვისტოს კონცერტები ბათუმში, სასტუმრო "შერატონ ბათუმის" საკონცერტო დარბაზში, ხოლო 2 და 4 სექტემებრს თბილისში, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

ფესტივალი "ღამის სერენადები" 1982 წელს, ცნობილი ქართველი მევიოლინისა და დირიჟორის, მუსიკოსის ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს, ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. მისი აღდგენა, 18 წლის შემდეგ 2009 წელს, ქალაქ ბათუმში გახდა შესაძლებელი - "ღამის სერენადების" უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი კვლავ ლიანა ისაკაძეა.

წელს ფესტივალს სამხატვრო ხელმძღვანელობას, ლიანა ისაკაძესთან ერთად, მისი ძმისშვილი, გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე გაუწევს, რომელიც ქალაქ ინგოლშტადში მუსიკალური სასწავლებლის და ასევე, მიუნხენში, ცეკვისა და მუსიკის აკადემიის დამაარსებელი და ხელმძღვანელია. წლების განმავლობაში "ღამის სერენადებისადმი" დიდმა ინტერესმა, მისი გეოგრაფიის გაფართოება განაპირობა, რის გამოც, 2015 წლიდან, თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მას ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალი ეწოდა.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება