ნენსკრა ჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტთან ახალ ფორმატში ითანამშრომლებს

ნენსკრა ჰესის პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტთან ახალ ფორმატში ითანამშრომლებს

23 აგვისტოს მესტიაში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, მისი გაფორმებიდან 3 თვის ვადაში წარმოდგენილი იქნება ერთიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭუბერსა და ნაკრაში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, ასევე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობასა და კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას მოიცავს.

მემორანდუმი 4-წლიანია, ინვესტიციის ოდენობა კი ეტაპობრივად - ჭუბერისა და ნაკრას საჭიროებებიდან გამომდინარე განისაზღვრება. უკვე ცნობილია, რომ 2019 წელს აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სს „ნენსკრა ჰიდრო“ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის (შიდა გზების, ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაცია) 1.5 მილიონ ლარს გამოჰყოფს.

მემორანდუმის ფარგლებში განსახორციელებული პროექტები სს“ ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ერთობლივად დაფინანსდება.

„მოხარულები ვართ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტთან ჩვენი თანამშრომლობა ახალ, საინტერესო ეტაპზე გადადის. ჩვენი კომპანია, ისევე, როგორც ნენსკრა ჰესის პროექტის ინვესტორი, კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ პროექტებში ინვესტირებას. 2017 წელს ჩვენს მიერ შეიქმნა სპეციალური საინვესტიციო პროექტი - „თემის განვითარების პროგრამა“, რომელიც ჭუბერსა და ნაკრაში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას, პროფესიული განათლების დაფინანსებას, ასევე მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოიცავს. მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები მხოლოდ მცირე ნაწილი იქნება იმისა, რისი გაკეთებაც აღნიშნული მიმართულებებით იგეგმება“, - განაცხადა სს „ნენსკრა ჰიდროს“ აღმასრულებელმა დირექტორმა სანიანგ კიმმა.

ინფორმაცია ნენსკრა ჰესის პროექტის შესახებ: სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. www.nenskrahydro.ge

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ