ავტორი:

კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას ბოდიშს უხდის

კახა კალაძე თბილისის მოსახლეობას ბოდიშს უხდის

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების გამო, სატრანსპორტო შეფერხებებისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის. კალაძის თქმით, სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, რათა 15 სექტემბრისთვის ყველა გზა მოწესრიგებული იყოს.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სადაც ასფალტის გამოცვლა მიმდინარეობს. დაახლოებით ორ კილომეტრამდე მონაკვეთზე საკმაოდ დაზიანებული იყო და გადავწყვიტეთ მისი შეცვლა. ერთი ნაწილი, რომელზეც მუშაობა უკვე დაწყებულია, აგვისტოს ბოლოს დასრულდება, ხოლო მეორე ნაწილი 15 სექტემბრისთვის იქნება დასრულებული. ყველა ინფრასტრუქტურული მსხვილი პროექტი, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, 15 სექტემბრისთვის დასრულდება. პირველ ეტაპზე მოხდება ასფალტის სრულად მოწესრიგება და ავტომობილით გადაადგილება შეუფერხებლად შეგეძლებათ“, - აღნიშნა კახა კალაძემ გუშინ, სოციალური ქსელით გავრცელებულ მიმართვაში.

მისი თქმით, ერთდროულად სხვადასხვა მასშტაბური პროექტის წამოწყება ცენტრალური ხელისუფლების დამსახურებაც არის, რომელმაც დედაქალაქისთვის დამატებითი ფინანსები გამოყო.

„დედაქალაქს ასეთი მასშტაბური პროექტები, ერთი წლის განმავლობაში, ერთდროულად არ ახსოვს. რა თქმა უნდა, ეს ცენტრალური ხელისუფლების დამსახურებაც არის, რადგან დამატებითი ფინანსები გამოგვიყვეს. გვინდა, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე ლამაზი, ყველაზე კომფორტული და მოწესრიგებული. ადამიანებს ამ ქალაქში ცხოვრება უნდა უხაროდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტების განხორციელების მეორე ეტაპზე ტროტუარები მოწესრიგდება. კოსტავას გამზირზე კი ველობილიკის გაკეთება იგეგმება, რომელიც პეკინის ქუჩას დაუკავშირდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ