ავტორი:

"საბოლოოდ, კანცლერმა ეს ტერმინი გამოიყენა და კმაყოფილი ვარ" - რას ამბობს სტუდენტი, რომელმაც ანგელა მერკელს "ოკუპაციაზე" შეკითხვა დაუსვა

"საბოლოოდ, კანცლერმა ეს ტერმინი გამოიყენა და კმაყოფილი ვარ" - რას ამბობს სტუდენტი, რომელმაც ანგელა მერკელს "ოკუპაციაზე" შეკითხვა დაუსვა

პასუხით კმაყოფილი ვარ, რადგან მინდოდა, რომ ანგელა მერკელს ეს ტერმინი გამოეყენებინა ან თუ არ გამოიყენებდა, აეხსნა, რატომ არ იყენებდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა, კონსტანტინე შუბითიძემ უნივერსიტეტში ანგელა მერკელისა და სტუდენტების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. შეხვედრაზე კონსტანტინე შუბითიძემ ანგელა მერკელს ჰკითხა, თუ რატომ არ იყენებდა ტერმინ “ოკუპაციას”, რაზეც გერმანიის კანცლერმა უპასუხა, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული და დაკავებული.

კონსტანტინე შუბითიძის თქმით, მისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის კანცლერმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ქმედებებთან მიმართებაში ტერმინი “ოკუპაცია” გამოიყენა.

“ჩემი კითხვა შეეხებოდა იმას, თუ რატომ იყენებდა კანცლერი ტერმინ ოკუპაციას. ორი დღის განმავლობაში და მანამდეც, ეს ტერმინი ფაქტობრივად არ გამოუყენებია და ამ კითხვაზე პასუხად ამბობდა, რომ ეს არის უსამართლობა, რაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ხდება, მესამე ვიყავი, ვინც ამ შინაარსის შეკითხვა დასვა, უბრალოდ წინა ორ შემთხვევაში თავი აარიდა და უფრო კონკრეტულად და უფრო მკაფიოდ ვკითხე, ტერმინ ოკუპაციას რატომ არ იყენებდა. ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის და ზოგადად, საქართველოსთვის ამ ტერმინის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ის ერთადერთი სწორი შეფასება, რომელიც შეიძლება მიეცეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მდგომარეობას. პასუხით კმაყოფილი ვარ, რადგან მინდოდა, რომ ეს ტერმინი გამოეყენებინა ან თუ არ გამოიყენებდა, აეხსნა, რატომ არ იყენებდა და ამ ტერმინს ან რატომ არიდებდა თავს. საბოლოოდ, კანცლერმა ეს ტერმინი გამოიყენა და კმაყოფილი ვარ. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი დიდი და ძლიერი ქვეყნის ლიდერი, როგორიც არის გერმანია და ანგელა მერკელი სწორ და ზუსტ შეფასებას აძლევდეს იმ ყველაფერს, რაც საქართველოში ხდება”, - აღნიშნა კონსტანტინე შუბითიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ