ავტორი:

შავი ზღვის უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს ხვალამდე აძლევს ვადას, რომ შეზღუდვა მოუხსნას - რას პასუხობენ საბჭოში?

შავი ზღვის უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს ხვალამდე აძლევს ვადას, რომ შეზღუდვა მოუხსნას - რას პასუხობენ საბჭოში?

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავტორიზაციის საბჭოს 27 აგვისტომდე აძლევს ვადას, რომ უნივერსიტეტს სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებული შეზღუდვა მოუხსნას.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციასთან, სტუდენტებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უნივერსიტეტის რექტორმა ილიას ჩილოღლუმ განაცხადა, ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული დავალიანება გადაიხადა, იმას არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აღიარებს.

“ის, რომ ჩვენ ფინანსთა სმინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკისრებული თანხა - 712 000 ათასი ლარი გადავიხადეთ, იმას არ ნიშნავს, რომ ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვაღიარებთ. ეს გადაწყვეტილება არის უსამართლო. ჩვენ საბჭოს ყველა ის დოკუმენტაცია წარვუდგინეთ, რომელიც გვქონდა. ასევე ვუთხარით, რომ ჩვენი უნივერსიტეტის აქტივები ამ თანხაზე მეტია და მომავალში თანხის გადახდასთან დაკავშირებით არანაირი საფრთხე არ იქნება. სასამართლო დავა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. დღეს რომ გადავხედეთ იმ სტუდენტების რაოდენობას, რომელთაც ჩვენი უნივერსიტეტი ჩამონათვალში პირველი ადგილიდან ჯერ კიდევ არ შეუცვლიათ, ვიფიქრეთ, რომ უნდა გადავდგათ ნაბიჯები, რომ ეს სტუდენტები არ დაზარალდნენ. ეს თანხა ჩვენ უკვე გადავიხადეთ და ცენტრს მივმართავთ, რომ გადაწყვეტილებას გადახედონ”, - განაცხადა ილიას ჩილოღლუმ.

ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით სწორედ ფინანსური დავალიანების გამო შეუზღუდა.

ავტორიზაციის საბჭოს თავმჯდომარის, დავით აფრასიძის განცხადებით, საბჭოს 27 აგვისტოს სამუშაო დღის წესრიგი უკვე შედგენილია და მასში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკითხზე მსჯელობა არ შედის.

როგორც აფრასიძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საკითხების განხილვის დღის წესრიგს ავტორიზაციის საბჭო არ ადგენს, არამედ მათ აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უნდა მიმართოს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ