ავტორი:

echowaves-ის ორგანიზატორები - ფესტივალის სტუმრების რაოდენობამ წუხელ 10 ათასს გადააჭარბა

echowaves-ის ორგანიზატორები - ფესტივალის სტუმრების რაოდენობამ წუხელ 10 ათასს გადააჭარბა

Echowaves ფესტივალი გრძელდება. 25 აგვისტოს „ჰედლაინერები“ Solomun-ი, Detroit Swindle, Max Cooper და Ancient Methods იყვნენ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, 23:00 საათზე მთავარ სცენაზე მსმენელის წინაშე ბრიტანელი მუსიკოსი, ტექნო და ექსპერიმენტული სცენის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა, Max Cooper წარდგა. მან ფესტივალის მონაწილეებს 2 საათიანი „ლაივ სეტი“ და საინტერესო ვიზუალური შოუ შესთავაზა. მოგვიანებით Max Cooper-მა Taiyo სცენაზე გადაინცვლა, ამჯერად უკვე DJ სეტით".

„დილით, 04:00 საათზე Wave Stage-ზე Solomun-მა დაუკრა. თანამედროვე ელექტორნული მუსიკის სცენის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი 2012 წელს , DJ Magazine-მა წლის საუკეთესო Dj-ად დაასახელა. მას ფესტივლზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მსმენელი დაესწრო.

Eye stage-ზე 23-00 საათიდან 02:00 საათამდე ჰოლანდიური დუო - Detroit Swindle უკრავდა.

Khidi Stage-ზე დილით, 04:00 საათიდან ტექნო მუსიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არტისტი- Ancient Methods-ი უკრავდა. Michael Wollenhaupt-ის შემოედება techno-ს, noise -სა და industrial მუსიკას აერთიანებს და გამორჩეულ ჟღერადობას ქმნის, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტექნოს მოყარულებში“, - აცხადებენ ორგანიზატორები.

echowaves-ის ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის სტუმრების რაოდენობამ 25 აგვისტოს ღამეს 10 ათასს გადააჭარბა.

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს