ავტორი:

ოსური მხარის განცხადება ლაშქრობისას დაკავებული ქართველი ახალგაზრდების შესახებ

ოსური მხარის განცხადება ლაშქრობისას დაკავებული ქართველი ახალგაზრდების შესახებ

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი ყელის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.

„ჯავას რაიონში, ყელის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის დარღვევისთვის საქართველოს ხუთი მოქალაქე: 1988 წელს დაბადებული ბექა მაღრაძე, 1989 წელს დაბადებული ქეთევან მაღრაძე, 1992 წელს დაბადებული მზია გომური, 1997 წელს დაბადებული ვახტანგ გუბელაძე და 1996 წელს დაბადებული გია ბაღდოშვილი დააკავეს. ყველა დაკავებული თბილისში ცხოვრობს“, - განაცხადეს „უწყების“ პრესსამსახურში.

რაც შეეხება სოფელ ჭვრინისის მკვიდრის, 1951 წელს დაბადებული გიორგი ხარაზიშვილის დაკავებას, ის ანალოგიური ბრალდებით თიღვის რაიონის სოფელ ბალთაში დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თრუსოს ხეობაში ლაშქრობაში იმყოფებოდნენ.

იხილეთ ვიდეო: ყელის ტბასთან ლაშქრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაკავებაზე ინფორმაციას ცხინვალის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი აქვეყნებს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ