სარეზერვო სამსახურის გავლა ქალებსაც შეეძლებათ. "სარეზერვო სამსახურის შესახებ" კანონპროექტით, რეზერვში გაწვევის აკრძალვა, ქალებს ეხსნებათ.
როგორც ამ საკითხზე "ინტერპრესნიუსს" თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტში განუცხადეს, რეზერვში ქალების გაწვევა სავალდებულო არ იქნება, თუმცა სურვილის შემთხვევაში, მათ ამის შესაძლებლობა ექნებათ.
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები დეპუტატები სამსონ ქუთათელაძე, ლაშა თორდია და ზვიად კუკავა არიან.
კანონპროექტის განხილვა ჯერჯერობით პირველი მოსმენით, საპარლამენტო კომიტეტებში მიმდინარეობს.