ავღანეთში მოლდოვური ვერტმფრენის ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორი წევრი და ათი მგზავრი დაიღუპა. მომხდარის შედეგად, მხოლოდ ორი ადამიანი გადარჩა. ამის შესახებ მოლდოვას სამოქალაქო ავიაციაში განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, „MI-8 MTV“ ტიპის ვერტმფრენი, რომელიც ავიაკომპანია „Valan International Cargo Charter“-ს ეკუთვნოდა, ქალაქ მაზარი შარიფის სამხედრო ბაზიდან აფრინდა.
„ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი უკრაინის მოქალაქეები იყვნენ, 11 მგზავრი კი ავღანეთის მოქალაქეები. გარდაიცვალა ეკიპაჟის ორი წევრი და 10 მგზავრი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.