ავტორი:

ყველაზე მძლავრი ტაიფუნი ბოლო 25 წელში - იაპონია სტიქიას ებრძვის

ყველაზე მძლავრი ტაიფუნი ბოლო 25 წელში - იაპონია სტიქიას ებრძვის

იაპონიას ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მძლავრი ტაიფუნი, „ჯები“ დაატყდა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური საინფორმაციო სააგენტო „კიოდო“ ავრცელებს.

ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ხუთი დაშავდა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ტაიფუნის შედეგად ქალაქ ოსაკას საერთაშორისო აეროპორტი დაიტბორა.

ტაიფუნი „ჯების“ გამო იაპონიის დასავლეთ ნაწილში ასობით რეისი გაუქმდა, გაჩერებულია მატარებლების მოძრაობაც.

იაპონიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ტაიფუნი საათში 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"