ავტორი:

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის კომენტარი გადადგომაზე

პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორის კომენტარი გადადგომაზე

პირველი ექსპერიმენტული სკოლის ყოფილი დირექტორის, ხათუნა ბარაბაძის ინფორმაციით, მას თანამდებობის დატოვება ჯერ კიდევ თებერვალში სურდა, თუმცა სამეურვეო საბჭომ მაშინ მისი განცხადება არ დააკმაყოფილა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხათუნა ბარაბაძემ განუცხადა, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები ფიგურირებენ, მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობდა და აქედან გამომდინარე სურდა თანამდებობის დატოვება. ამასთან, ბარაბაძემ განმარტა, რომ თებერვალში სამეურვეო საბჭომ ის თანამდებობიდან სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მოტივით არ გაათავისფულა.

„ჯერ კიდევ 3 თებერვალს დავწერე განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ, თუმცა ვინაიდან მე არჩეული ვიყავი დირექტორის თანამდებობაზე, სამეურვეო საბჭომ არ დააკმაყოფილა ჩემი განცხადება. საბჭომ ჩათვალა, რომ იმ ვითარებაში, შესაბამისი მდგომარეობიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის და რომ არ მომხდარყო კიდევ რაიმე ექსცესი, დავეტოვებინე თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, მე მქონდა ეს პასუხისმგებლობა, დავრჩი სასწავლო პროცესის დასრულებამდე თანამდებობაზე და სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, მე ხელმეორედ მივმართე სამეურვეო საბჭოს განცხადებით. ისინი უკვე იძულებულები გახდნენ დაეკმაყოფილებინათ ჩემი განცხადება. მე შემეძლო არ მიმემართა გადადგომის თხოვნით სამეურვეო საბჭოსთვის, თუმცა ეს იყო ჩემი მორალური, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გადაწყვეტილება“, - განაცხადა ხათუნა ბარაბაძემ.

ხათუნა ბარაბაძე განათლების სისტემაში რჩება, თუმცა რომელიმე სხვა სკოლის დირექტორობას გამორიცხავს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბარაბაძემ განუცხადა, ის საქმიანობის გაგრძელებას მასწავლებელთა სახლში, ტრენერთა კონსულტანტად გეგმავს.

„სკოლაში არავითარ საქმიანობას არ გავაგრძელებ. მე ვარ პედაგოგიკურ-მეცნიერებათა დოქტორი, ასევე ტრენერი და ვაგრძელებ საქმიანობას ამ მიმართულებით. მასწავლებლის სახლში ტრენერთა კონსულტანტი ვარ“, - აღნიშნა ბარაბაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ