ავტორი:

"მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო აღ­მოჩ­ნდეს" -  არის თუ არა ცე­ლუ­ლი­ტი სა­ში­ში და როგორ ვებრძოლოთ მას

"მისი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ზი­ა­ნო აღ­მოჩ­ნდეს" -  არის თუ არა ცე­ლუ­ლი­ტი სა­ში­ში და როგორ ვებრძოლოთ მას

ცელულიტი ბევრს აწუხებს და სხვადასხვა მეთოდით ებრძვიან, თუმცა ხშირად ის დაუძლეველ პრობლემად რჩება. ცელულიტი სამედიცინო ტერმინი არ არის, ფართო გამოყენების სიტყვაა, სამედიცინო ენაზე მას ლიპოდისტროფია ჰქვია.

ის ცხიმოვანი ქსოვილის დისტროფიული ცვლილება გახლავთ და ორგანიზმში სხვადასხვა გარემოებით ვითარდება, ხშირად ჭარბ წონას და სიმსუქნეს სულაც არ უკავშირდება. ამას ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავაც ადასტურებს და გვეუბნება, რომ შესაძლებელია ადამიანი გამხდარი იყოს, თუმცა ლიპოდისტროფიული ცვლილებები, ე.წ. ცელულიტი მაინც ჰქონდეს.

სტატისტიკური მონაცემებით, ქალების დაახლოებით, 85%-ში აღნიშნული ცვლილებები გვხვდება. ეს დაავადება არ არის, უფრო მდგომარეობაა, რაც სხვადასხვა დაავადების დროს, დარღვევების გამოა გამოწვეული. უჩავას თქმით, პირველი მსგავსი დისტროფიული ცვლილებები 20-25 წლის ასაკში ხდება, თუმცა 30 წლის ზემოთ უფრო გამოხატულია ხოლმე.

ცელულიტი ძირითადად სხეულის სამ ადგილზე ვლინდება - ბარძაყის, მუცლის და მკლავების მიდამოებში. ენდოკრინოლოგი დასძენს, რომ გამხდარ ადამიანებში აღნიშნულ ცვლილებებს, ხშირ შემთხვევაში, სისხლძარღვოვანი პათოლოგია იწვევს. როდესაც სისხლის მომოქცევა ადეკვატური არ არის, შესაბამისად, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა გამართულად ვერ მიმდინარეობს, რის გამოც ეს ცხიმოვანი ბურთულაკები ვითარდება. ეს ე.წ. ცხიმოვანი ქსოვილის ანთებითი პროცესია, რა დროსაც ალაგ-ალაგ, შემაერთებელ ქსოვილებს შორის, ცხიმოვანი ქსოვილის ჩალაგება ხდება. ამ დროს შესაძლებელია საქმე გვქონდეს სხვადახვა ჰორმონალურ დარღვევასთან, ან უბრალოდ, ჰორმონების ცვლილებასთან, ხშირად ამას კონტრაცეპტრივების მიღებაც იწვევს, ან კვების დარღვევა.

ამ პერიოდში ორგანიზმში ინსულინის საწინააღმდეგო მოქმედებაც ხდება, რის გამოც ცხიმოვანი ქსოვილი ჭარბი რაოდენობით წარმოიქმნება. შესაძლოა აღნიშნული პრობლემები დიდი რაოდენობით ნახშირწყლების მიღებამაც გამოიწვიოს. ასევე უკავშირდება ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას, ვინაიდან სხვადასხვა ტიპის საკვები დანამატი, ემულგატორი ცხიმოვან ქსოვილში ანთებით პროცესს ავითარებს, რამაც საბოლოოდ შეიძლება ე.წ. ცელულიტი წარმოქმნას.

- არის თუ არა საშიში ადამიანის ჯანმრთელობისთვის ცელულიტი?

- როგორც ვთქვით, ის არ არის დაავდება, უბრალოდ, მდგომარეობაა, რაც ადამიანის ესთეტიკურ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა ასევე უნდა ვთქვათ, რომ ცელულიტი შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც გენეტიკური განწყობით, ასევე სხვადასხვა დარღვევით. ხოლო, მისი არსებობა კანზე იმას მიანიშნებს, რომ ორგანიზმში შესაძლოა, ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობდეს, რისთვისაც საჭიროა გამოკვლევა. თავად ცელულიტი ორგანიზმისთვის საშიშ მდგომარეობას არ გამოიწვევს, მაგრამ ცელულიტის გამომწვევი მიზეზი კი შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს.

- ე.ი. ცელულიტი ორგანიზმისთვის მეორადი მდგომარეობაა.

- დიახ, ერთ-ერთი გამოხატულება, სიმპტომატიკა იმის, რა პროცესები მიმდინარეობს ორგანიზმში. როდესაც აღნიშნულ ცვლილებას კანზე შევამჩნევთ, აუცილებლად უნდა გავარკვიოთ რამ გამოიწვია, იმისთვის, რომ არ გამოგვეპაროს რაიმე ძირითადი და დიდი დაავადება.

- როგორ ვებრძოლოთ, ისეთ დაავადებებს, რომლებიც ცხიმოვან ქსოვილთან არის დაკავშირებული?

- ძირითადი სამკურნალო მეთოდი ჯანსაღი კვებაა. აუცილებელია რაციონიდან გამოვრიცხოთ:

  • შებოლილი პროდუქტები
  • ძეხვეული
  • მაიონეზი და მსგავსი კონსერვანტებით მდიდარი პროდუქტები
  • რაფინირებული შაქარი
  • ცხიმები იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს მდგომარეობა

როდესაც ცელულიტს წონა იწვევს, რა თქმა უნდა, მისი მკურნალობის მეთოდი - ზედმეტი წონის მოცილებაა. პირველი, თუ პრობლემა სისხლძარღვოვანი პათოლოგიიდან მომდინარეობს, უნდა მივიღოთ მატონიზირებელი საშუალებები, ანგიოპროტექტორები, რომელიც სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ, ნივთიერებათა ცვლის ხარჯზე მდგომარეობას გამოასწორებს.

ხშირად ფიზიკური პასიურობის გამო ვითარდება კუნთების მოდუნება. ამ დროს კი კანქვეშა ზედაპირზე ცხიმოვანი ქსოვილი ლაგდება, რაც ე.წ. ცელულიტს იწვევს. ამიტომ ვარჯიში ერთ-ერთი დამხმარე საშუალებაა - ხდება ასევე კუნთოვანი ქსოვლის კუმშვადობის გაუმჯობესება. ამას ხელს უწყობს სამედიცინო მასაჟი, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ასევე კუნთოვანი ქსოვლის კუმშვადობის გაძლიერებას. ორივე ერთად კი, დიდ ზეგავლენას ახდენს ცელულიტის მკურნალობაზე.

ენდოკრინოლოგის თქმით, მასაჟი შეიძლება იყოს ელექტრო ფიზიოლოგიური პროცედურებით, ფიზიოპროცედურებით, სხვადასხვა ელექტროაპარატით, რომელიც ეხმარება როგორც სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას, ასევე კუმშვადობის გაძლიერებას. ეს უკვე პაციენტის სურვილზე და ექიმის რეკომენდაციაზეა დამოკიდებული, რადგანაც ცელულიტი ხარისხებით განსხვავდება ერთმანეთისგან.

შეიძლება იყოს მსუბუქი - პირველი სტადია. ამ დროს კანი სწორია, თუმცა თუ ხელით გავსინჯავთ, ადგილ-ადგილ ცხიმოვანი ბორცვაკები მაინც ისინჯება, საშუალო სიმძიმის - მეორე სტადიაა, ცხიმოვანი ფენები უფრო მკვრივია და ადვილად შესამჩნევი, მესამე სტადია მძიმე ხარისხის ცელულიტია. ამ დროს კანი რელიეფურად არათანაბარია და უცხო თვალისთვისაც მკვეთრად შესამჩნევია. ამიტომ ამ სტადიების მიხედვით შესაბამისად უნდა შეირჩეს მკურნალობის გეგმა. პირველი სტადიის დროს შესაძლებელია მხოლოდ მსუბუქი მასაჟები, ან ფიზიკური აქტივობა, ან მხოლოდ ცურვით დაიტვირთოს პაციენტი. მეორე სტადიის შემთხვევაში უნდა მოხდეს პაციენტის დიაგნოსტირება.

თუ ჰორმონალური დარღვევაა, ამ შემთხვევაში, კვება უნდა გამოსწორდეს, დაემატოს ფიზიკური აქტივობა. მესამე სტადიაზე კი უკვე შეიძლება ელექტროპროცედურების ჩართვა გახდეს საჭირო, რაც კუნთოვან ქსოვილს ეხმარება როგორც კუმშვადობის აღდგენაში, ასევე სისხლის მიმოქცვის გაუმჯობესებაში. იმავე სტადიის დროს მიმართავენ ქირურგიულ ჩარევასაც, რა დროსაც, ქირურგიული ცხიმოვანი ქსოვილის მოცილება ხდება. ამის ხარჯზე კანის რელიეფს კი აზღვევენ, მაგრამ ეს არ არის პანაცეა და სრული განკურნება, თუ ორგანიზმი მიდრეკილია, ამის შემდგომაც აუცილებელია გარკვეული პრევენციული ღონისძიებების დაცვა, რომ რეციდივი არ მოხდეს და პრობლემა თვიდან ავიცილოთ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ