ავტორი:

ლადო სადღობელაშვილი - არ ვეთანხმები იმას, რა ფორმითაც აპირებენ რიგი ორგანიზაციები გურამ კაშიას თამაში გააპროტესტონ

ლადო სადღობელაშვილი - არ ვეთანხმები იმას, რა ფორმითაც აპირებენ რიგი ორგანიზაციები გურამ კაშიას თამაში გააპროტესტონ

„ქართული მარშის“ უკვე ყოფილი წევრი ლადო სადღობელაშვილი აცხადებს, რომ არ ეთანხმება რისი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი პროტესტის ფორმას, რომელიც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრის, გურამ კაშიას წინააღმდეგ იგეგმება. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მოძრაობა „ქართული მარშის“ უკვე ყოფილმა წევრმა, ლადო სადღობელაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს გეგმა მარაზმს ემსგავსება.

„სავარაუდოდ, მივალ და ვუგულშემატკივრებ საქართველოს ნაკრებს. მართალია, იქ კაშია თამაშობს, მაგრამ ეს არის ჩვენი ეროვნული ნაკრები და არ მაქვს უფლება სხვანაირად მოვიქცე. მე არ ვეთანხმები იმ ფორმებს, რა ფორმითაც აპირებენ რიგი ორგანიზაციები, გააპროტესტონ კაშიას თამაში. ეს უკვე მარაზმს ემსგავსება. აღარ მომწონს ასეთი ფორმა”, - აღნიშნა ლადო სადღობელაშვილმა.

როგორც ცნობილია, 9 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართება. „ქართული მარში“ და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და გურაბ კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავენ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ