ავტორი:

სოფი ლორენის გამხელილი სიყვარული - იტალიელი კინოვარსკვლავი კერი გრანტთან რომანზე ალაპარაკდა

სოფი ლორენის გამხელილი სიყვარული - იტალიელი კინოვარსკვლავი კერი გრანტთან რომანზე ალაპარაკდა

იტალიური კინოს ვასკვლავი სოფი ლორენი ახლა 83 წლის არის, ორი წლის წინ მან თავის მემუარებში კერი გრანტთან სასიყვარულო ურთიერთობა დეტალურად აღწერა. წყვილმა ერთმანეთი 1957 წელს ფილმის "სიამაყე და ვნება" გადაღებებზე გაიცნეს. კერი გრანტი მესამედ იყო დაქორწინებული, თუმცა იტალიელ კინოვარსკვლავს კარლო პონტის მიტოვებასა და ამერიკაში დარჩენას სთხოვდა. თავის მემუარებში სოფი ლორენი კერი გრანტისგან მიწერილ წერილებსაც აქვეყნებს:

"მე ვილოცებ შენთვის, თუ შენც იფიქრებ და ილოცებ იგივე მიზნისთვის, დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამოგვივა. მაპატიე ჩემო ძვირფასო, ძალიან ბევრს ვითხოვ შენგან, მომავალ კვირამდე. მშვიდობით სოფია. კერი".

სოფიამ არჩევანი 22 წლით უფროს კარლო პონტიზე გააკეთა. პროდიუსერი, მასწავლებელი და მეუღლე - პონტიმ ბევრი როლი შეითავსა სოფიას ცხოვრებაში, მათი ქორწინება 40 წელიწადს პონტის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში სოფიამ განმარტა, რომ ის მამის ტიპაჟის მამაკაცს ეძებდა ცხოვრებაში და ამიტომაც შეაჩერა არჩევანი კარლო პონტიზე, თუმცა აღიარა, რომ სიმპატიური კერი გრანტის მიმართაც არ ყოფილა გულგრილი. 1958 წელს წყვილი ისევ დაბრუნდა გადასაღებ მოედანზე ამჯერად ახალ კომედიურ ფილმში სათამაშოდ. ფილმის სცენარის ავტორი კი კერი გრანტის მეუღლე გახლდათ, რომელსაც მთავარი როლი უნდა შეესრულებინა. სიყვარულით დაბრმავებულმა გრანტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მთავარი როლი იტალიელი მსახიობისთვის მიეცათ.

მედია სოფი ლორენის ინტერვიუებით განებივრებული არ არის. ბრიტანულმა გამოცემამ "METRO"-მ 2018 წლის ივლისში იტალიელ კინოვარსკვლავთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. "60 წამი სოფიასთან" - ასე დაარქვეს ამ ეტაპზე მის ბოლო ინტერვიუს, რომელიც ლონდონის Aldwych Theatre-ში შედგა. მსახიობმა კერი გრანტი გაიხსენა, მისი და კარლო პონტის სიყვარულზე და დენიელ დეი ლუისზე ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს.

- თქვენ იშვიათად თანხმდებით ინტერვიუზე, მაგრამ არ ერიდებით ისეთ საღამოებზე გამოჩენას, სადაც ჟურნალისტები არიან, რატომ?

- ერთხელ ნიუ-იორკში ვიყავი გადაღებებზე. კერი გრანტმა დამირეკა სასტუმროში და მკითხა რას აკეთებო, მე ფილმში მიღებენ, მაგრამ გარდა ამისა ძალიან დაკავებული ვარ, რადგან კითხვა - პასუხის რეჟიმში ვარო. მე გამიკვირდა, ვკითხე ეს რას ნიშნავს-მეთქი და ამიხსნა - საღამოობით ღონისძიებებზე როცა ვესწრები, საზოგადოებას უჩნდება კითხვები, ისევე, როგორც მედიას და მე ვპასუხობ მათ შეკითხვებს. კერი ისეთი ბედნიერი ჩანდა, რომ თავის ცხოვრებაზე საუბრის შანსი ქონდა, თან პატარა ანეკდოტებსაც იხსენებდა ხოლმე ინტერვიუების დროს.

- თანამედროვე ვასრკვლავებიდან ვინ მოგწონთ?

- დენიელ დეი ლუისი ძალიან მომწონს. პატარა როლი მქონდა მასთან ერთად ფილმში „Nine", იტალიაში გადაიღეს. სიმპათიური და მშვენიერი მსახიობია, ერთ-ერთი ყველაზე სიმპათიური მამაკაცია დღესდღეისობით კინოინდუსტრიაში. განაგრძეთ კითხვა

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს