ავტორი:

"ჩვენი ურთიერთობა სხვასთან განხილვას არ საჭიროებს" - რას საყვედურობს მეუღლე მანიკა ასათიანს

"ჩვენი ურთიერთობა სხვასთან განხილვას არ საჭიროებს" - რას საყვედურობს მეუღლე მანიკა ასათიანს

რითი ამაყობს ყველაზე მეტად, რა მნიშვნელოვან დეტალს შეცვლიდა ცხოვრებაში, რა თემებს განიხილავს სადაქალოსთან ერთად და როგორი უმკლავდება ცხოვრებისეულ პრობლემებს? - ამ და სხვა "ქალურ-დიასახლისურ" თემებზე მანიკა ასათიანი გვესაუბრა და ისიც გაგვიმხილა, რომ ახალი სატელევიზიო სეზონიდან ეთერს დაუბრუნდება...

- ამ ზაფხულს საზღვარგარეთ წასვლა ვერ მოვახერხე, მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილი მქონდა. ბათუმსა და ბაკურიანში ვიყავი - ოჯახთან ერთად დავისვენე. ახლა უკვე თბილისში ვარ.

- ამჟამად რას საქმიანობ?

- ტელევიზიაში ვბრუნდები, მალე მაყურებელი ისევ მიხილავს...

- თავს ძლიერ ქალად მიიჩნევ?

- კი. ქალი ძლიერი მაშინ არის, როდესაც ყველაფერს ახერხებს - თავის საქმეშიც წარმატებულია და ოჯახშიც კარგადაა. მითია, რომ კარიერა და ოჯახი ერთად არ არსებობს. მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში კი არა, მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი მაგალითი არსებობს, რომ კარიერის და ოჯახის შეთავსება შესაძლებელია. მთავარი მონდომებაა.

- კომფორტს რა გიქმნის?

- საერთოდ, კომფორტი ძალიან მიყვარს და ნებისმიერ სიტუაციაში ვცდილობ, საკუთარ თავს შევუქმნა. მატერიალური თვალსაზრისით არ ვგულისხმობ: ნებისმიერ სიტუაციაში (მაგალითად, ურთიერთობაში) კომფორტის პოვნა შემიძლია - ამის უნარი მაქვს.

- მეცხრე წელია, დაოჯახებული ხარ. ცოლქმრულ ურთიერთობაში კრიზისული სიტუაცია არ შეგქმნია?

- "კრიზისს" ვერ დავარქმევ - ეს სიტყვა ძალიან დიდ სირთულესთან ასოცირდება, მაგრამ მგონი, ცოლ-ქმარი არ არსებობს, ვისაც კამათი, პატარა კონფლიქტი არ მოსვლია. ამის გარეშე ჩემი ცხოვრებაც ვერ წარმომიდგენია, რადგან როდესაც ორ ადამიანს შორის ინტერესი და სიყვარულია, კამათი და ცოტა ჩხუბიც იქნება. ჩემთვის საინტერესო ეს არის. ისეთი კრიზისი, რომ ვაიმე, გაძლებაზე ვართ და დღეს-ხვალ ოჯახი დაგვენგრევაო, რა თქმა უნდა, არ გვქონია და ვიმედოვნებ, არც გვექნება. ჩემი აზრით, პატარ-პატარა კრიზისები ყველა ცოლ-ქმარს შორის არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი გადალახული მაქვს.

- ცოლქმრულ პრობლემებს ვინმესთან განიხილავ?

- მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთთან ისეთი მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობა სხვასთან განხილვას არ საჭიროებს და მგონი, ეს სწორიც არ იქნება - ცოლ-ქმრის ურთიერთობა ცოლ-ქმრისაა და თუ მათ შორის ურთიერთგაგება, მეგობრობა და ერთგულებაა, ყველაფერი იქვე გვარდება. რეალურად, სიყვარული ეს არის: ურთიერთპატივისცემა და ერთგულება, მერე უკვე სხვა დანარჩენი ურთიერთობიდან მოდის. მე და ბექა ყოველთვის ერთმანეთს ვესაუბრებით პრობლემებზე, სამომავლო გეგმებზე, ცუდზეც და კარგზეც...

- ბავშვის აღზრდისას ჩიხში შესულხარ? ყოფილა შემთხვევა, კონკრეტულ სიტუაციაში ვერ მიმხვდარხარ, როგორ მოქცეულიყავი?

- არა. რა თქმა უნდა, ბავშვის აღზრდა მარტივი არ არის: ნებისმიერ ასაკში, აღზრდის ნებისმიერ ეტაპზე სწორად უნდა მიუდგე. კვება, შენიშვნა, სწორი საქციელისკენ მითითება რთულია, მაგრამ ჩიხში არ შევსულვარ და ფსიქოლოგისთვის არ მიმიმართავს, თუმცა ფსიქოლოგის დახმარებას ვემხრობი - კარგია, თუ მშობელი მის რჩევებს გაითვალისწინებს და ბავშვს ამის მიხედვით აღზრდის. ფსიქოლოგებთან შეხება მქონია და ამ სფეროში რაღაცები თეორიულად ვიცი. კონკრეტულად, ჩემი პრობლემებით არასოდეს მიმიმართავს - ასეთი პრობლემა არც მქონია... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ