ავტორი:

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ყაზახეთი 2:0 დაამარცხა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ყაზახეთი 2:0 დაამარცხა

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგაზე ყაზახეთი სტუმრად 2:0 დაამარცხა.

პირველი ბურთი მეტოქის კარში გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა. მეორე ბურთი კი საქართველოს ნაკრების შეტევის შემდეგ ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელმა მალიმ საკუთარ კარში ჩაჭრა.

საქართველოსა და ყაზახეთთან ერთად ჯგუფში ლატვია და ანდორა არიან, რომლებიც ერთმანეთს დღეს დაუპირისპირდებიან.

მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 9 სექტემბერს, "დინამოს" სტადიონზე ლატვიის წინააღმდეგ გამართავს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ