ავტორი:

"საჭმელი არ გვქონდა, წყალი გადაგვიკეტა..." - 18 ქართველი თურქეთში თხილის პლანტაციებში უმძიმეს პირობებში მუშაობდნენ

"საჭმელი არ გვქონდა, წყალი გადაგვიკეტა..." - 18 ქართველი თურქეთში თხილის პლანტაციებში უმძიმეს პირობებში მუშაობდნენ

თურქეთიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 18 მოქალაქე, რომლებიც მეზობელ ქვეყანაში სამუშაოდ იყვნენ წასული და ერთი თვის განმავლობაში უკან დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.

დაბრუნებულები ყვებიან, რომ თურქმა დამსაქმებელმა ისინი მოატყუა, თხილის პლანტაციებში ამუშავა და თანხა არ გადაუხადა. ქართველები ამ დრომდე ორდუს გუბერნიაში გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ და ამბობენ, რომ თაღლითი დამსაქმებელი უკვე დაკავებულია.

საქართველოში ერთ-ერთი დაბრუნებული ხატია მანჯგალაძე ყვება, რომ დამსაქმებლისგან საჭმლის მიცემაზეც კი ჰქონდათ პრობლემა:

"კვებასთან დაკავშირებითაც გვქონდა პრობლემა, ცუდად, უხეშად გვექცეოდა... უკვე წამოსასვლელები რომ ვიყავით, თანხა არ მოგვცა, გაიქცა და მიგვატოვა უპატრონოდ. მერე ვინც წამოგვიყვანა, მან შეგვიფარა დროებით" - იხსენებს გადატანილ დღეებს ხატია მანჯგალაძე.

სალომე დვალიშვილის თქმით, დამსაქმებელმა თანხა მიითვისა და უმძიმეს პირობებში მიატოვა:

"ვმუშაობდით თხილის პლანტაციაში, ვკრეფდით. ჩვენი დამსაქმებელი იყო რემზი და მასთან ვცხოვრობდით ფერმაში. ეს არის დიდი სოფელი, სადაც იყო ბევრი პლანტაცია, მათი მეპატრონეები უხდიდნენ თანხას რემზის, რომელიც ჩვენ გვასაქმებდა და გვიხდიდა თანხას. თუმცა, მან თანხის ნაწილი გადაგვიხადა და საკუთარი სახლიდან გაიქცა, მიგვატოვა ძალიან ცუდ პირობებში. საჭმელი არ გვქონდა, დედამისმა ფეჩის "ტრუბები" მოგვიხსნა, რომ საჭმელი არ გაგვეკეთებინა, წყალი გადაგვიკეტა, ელემენტარული სისუფთავეც არ გვქონდა.

როცა პლანტაციებში მივდიოდით, დამსაქმებელს უხდიდა ფულს ბაღის მეპატრონე, რომ ჩვენ შუადღისას საჭმელი გვეჭამა, მაგრამ რემზის მოჰქონდა მხოლოდ ერთი მტევანი ყურძენი და ათ კაცზე 4 ცალი პური" - ყვება თურქეთიდან დაბრუნებული სალომე დვალიშვილი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ