ავტორი:

"მთელი სოფელი ვგლოვობთ..." - ვანში მომხდარ ავარიას დედა და 7 თვის ბავშვი ემსხვერპლნენ

"მთელი სოფელი ვგლოვობთ..." - ვანში მომხდარ ავარიას დედა და 7 თვის ბავშვი ემსხვერპლნენ

ვანში მომხდარ ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევა ვანი–ბაღდათის საავტომობილო გზის მეხუთე კილომეტრზე, სოფელ დიხაშხოს გადასახვევთან მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი მარკის ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად "მერსედესის" მარკის ავტომობილში მყოფი დედა და მცირეწლოვანი შვილი გარდაიცვალნენ. ამავე ავტომობილში იმყოფებოდნენ გარდაცვლილის მეუღლე და მათი გოგონა. ისინი ქუთაისის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც Ambebi.ge-მ გაარკვია, გარდაცვლილები არიან 37 წლის ქეთი ლომიძე და მისი 7 თვის შვილი. ახალგაზრდა ქალი წარმოშობით ვანის რაიონის სოფელ ლაბაჯოურიდან იყო. ჩვენი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ქეთი ლომიძე მეუღლესთან და შვილებთან ერთად ლაბაჯოურიდან ქუთაისში, მეუღლის ოჯახში ბრუნდებოდა. გარდაცვილი ქალისა და მცირეწლოვანი შვილის ცხედრები ვანის რაიონში უკვე გადაასვენეს.

"მთელი სოფელი ვგლოვობთ, საშინელი ტრაგედია მოხდა. არ ვიცი რა ვთქვათ, უპატიოსნესი ოჯახი იყო და ამ ამბავმა ყველა დაგვამწუხრა" – განუცხადა Ambebi.ge-ს გარდაცვლილის მეზობელმა ავთანდილ ჭელიძემ.

ავარიის ამსახველი ფოტო: ილია კორძაძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ