ავტორი:

"ნენსკრა ჰიდრომ" ჭუბერში ადგილობრივი ბიზნესის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

"ნენსკრა ჰიდრომ" ჭუბერში ადგილობრივი ბიზნესის განვითარების სტრატეგიასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ - სს „ნენსკრა ჰიდრომ“ სოფელ ჭუბერში მოსახლებასთან შეხვედრა გამართა.

ღონისძიებაზე ადგილობრივებს გააცნეს ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოს მთავრობის, „ნენსკრა ჰიდროს“, არასამთავრობო და კერძო სექტორების გაერთიანებული ძალისხმევისა და თანამშრომლობის შედეგად სოფლების, ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობისთვის ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სფეროში გახდება ხელმისაწვდომი.

ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა ნენსკრა ჰესის პროექტის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამასთან დაკავშირებით საგანგებოდ შეიქმნა საინვესტიციო პროექტი „თემის განვითარების პროგრამა“, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია როგორც მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ისე საგანმანათლებლო და კულტურული პროექტების დაფინანსება.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, მათ შორის - პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, მესტიის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე.

მასში მონაწილეობა მიიღეს ასევე არასამთავრობო, კერძო სექტორებისა და საერთაშორისო პროექტების, მათ შორის ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, პროექტების “საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენა” (REAP), “საქართველოს თხილის სექტორის განვითარება” (G-HIP), “მერები ეკონომიკური განვითარებისათვის” (EU4M), “საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარება” (PCM) წარმომადგენლებმა.

ინფორმაცია ნენსკრა ჰესის პროექტის შესახებ: სს „ნენსკრა ჰიდრო“ კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water–ისა და სს „საპარტნიორო ფონდის“ თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. მის მიზანს მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა წარმოადგენს. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება. www.nenskrahydro.ge

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ