საინფორმაციო პორტალი
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • სამართალი
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • კულტურა
  • წიგნები
  • Faceამბები
  • მოზაიკა
  • კონფლიქტები
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • მსოფლიო
  • სამხედრო
  • შემთხვევა
  • შოუბიზნესი
  • ყველა კატეგორია
    • ეკონომიკა
    • კონფლიქტები
    • მოზაიკა
    • წიგნები
    • Faceამბები
    • მნიშვნელოვანი ინფორმაცია

აფხაზი "პიზასა" და ქართველი "ნიკო გაგრინსკის" სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა - აფხაზეთში "კანონიერი ქურდების" შურისძიება გრძელდება

19:20 / 10-09-2018

აფხა­ზეთ­ში ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი­სა და კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბის მიერ გავ­ლე­ნე­ბის­თვის ბრძო­ლამ კარ­გა ხა­ნია სა­ხი­ფა­თო მას­შტა­ბე­ბი მი­ი­ღო. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ად­გი­ლობ­რი­ვი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის", 52 წლის რაულ ბარცბას კუთ­ვნილ Range Rover-ს ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნი­დან ეს­რო­ლეს.

ბარცბა ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში "პი­ზას" მეტ­სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი და მას წლე­ბია აფხა­ზეთ­ში გავ­ლე­ნი­ან ქარ­თველ "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დთან " ნი­კო­ლოზ დგე­ბუ­ა­ძეს­თან, იგი­ვე ნიკა "გაგ­რინ­სკის­თან" და­პი­რის­პი­რე­ბა აქვს. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბით, ბოლო შემ­თხვე­ვაც შუ­რის­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა, რომ­ლის უკან გაგ­რე­ლი დგე­ბუ­ა­ძე და მისი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი დგა­ნან.

გა­მო­ცე­მა primecrime.ru-ის ცნო­ბით, "პი­ზას­თვის" მი­უ­ღე­ბე­ლია, რომ აფხა­ზეთ­ში თან­ხე­ბი არას­წო­რად "ნა­წილ­დე­ბა". ეს ეხე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ლის რა­ი­ონს, სა­დაც შემ­თხვე­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე ხნით ადრე, ის ქა­ლა­ქის ცენ­ტრში 300-მდე თა­ვის "თა­ნა­მო­აზ­რეს­თან" ერ­თად მი­ვი­და და ქარ­თვე­ლი ქურ­დე­ბის­გან ე.წ. ობ­ში­ა­კი მო­ი­თხო­ვა, რო­მელ­საც ბარცბას გა­ლე­ლი ნა­თე­სა­ვი ჩირო შო­ნია, იგი­ვე "ჩირო გალ­სკი" ინა­ხავ­და...

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქარ­თვე­ლი "ქურ­დე­ბი" ამ თან­ხის მი­ცე­მის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გი იყ­ვნენ, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ ბარცბას გალ­ში ვი­ზი­ტი შე­ტა­კე­ბის გა­რე­შე ვერ ჩა­ივ­ლი­და. თუმ­ცა მათ­თან რუ­სე­თი­დან გა­ლელ­მა კა­ხა­ბერ ფარ­ფა­ლი­ამ და­უ­რე­კა და უთხრა, რომ "პი­ზას­თვის" თან­ხა გა­და­ე­ცათ...

"ამ ამ­ბი­დან მა­ლე­ვე ით­ქვა, რომ მშვი­დო­ბა, რო­მე­ლიც ფარ­ფა­ლი­ას ძა­ლის­ხმე­ვით შე­ნარ­ჩუნ­და, დრო­ე­ბი­თი იყო, რად­გან "პი­ზას" უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი მტე­რი ჰყავს..." - წერ­დნენ აფხა­ზე­ბი.

რაულ ბარცბა და გაგ­რე­ლი ნი­კო­ლოზ დგე­ბუ­ა­ძე წლე­ბია და­პი­რის­პი­რე­ბულ ბა­ნა­კებს წარ­მო­ად­გე­ნენ, რად­გან ბარცბა და მისი მომ­ხრე­ე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ დგე­ბუ­ა­ძის გავ­ლე­ნას აფხა­ზეთ­ში, თუმ­ცა ეს უკა­ნას­კნე­ლი გავ­ლე­ნებს არ თმობ­და.

გა­სუ­ლი წლის 24 აგ­ვის­ტოს, გუ­და­უ­თა­ში ე.წ. ქურ­დე­ბის შეხ­ვედ­რი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბის მცდე­ლო­ბა სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვით დას­რულ­და - ნიკა "გაგ­რინ­სკი" დაჭ­რეს. მა­შინ სიკ­ვდილს გა­და­ურ­ჩა კი­დევ ერთი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი", თურ­ქი რა­შად ის­მა­ი­ლო­ვიც, რო­მე­ლიც დგე­ბუ­ა­ძის და­სახ­მა­რებ­ლად გუ­და­უ­თა­ში იყო ჩა­სუ­ლი.

სის­ხლი­ა­ნი გარ­ჩე­ვა გუ­და­უ­თა­ში ერთ-ერთი კრი­მი­ნა­ლის სახ­ლში მოხ­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ეს სახ­ლი "ნე­იტ­რა­ლუ­რია" ანუ მას­ზე "აფხა­ზუ­რი მი­ლი­ცი­ის იუ­რის­დიქ­ცია არ ვრცელ­დე­ბა".

"გუ­და­უ­თის გარ­ჩე­ვა­ზე" რუ­სე­თის რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში გავ­ლე­ნე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა საქ­მის სიმწვა­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კონ­სე­სუ­სი ვერ შედ­გა.

primecrime.ru-ს ცნო­ბით, გუ­და­უ­თის გარ­ჩე­ვა­ზე ბარცბას კრას­ნო­და­რი­სა და სტავ­რო­პო­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი "ქურ­დე­ბი" უტევ­დნენ, მას ფი­ზი­კუ­რა­დაც გა­უს­წორ­დნენ, თუმ­ცა ბარცბამ დრო იხელ­თა და პის­ტო­ლე­ტი­დან ცე­ცხლი გახ­სნა, რა დრო­საც რა­შიდ ალი­ე­ვი, იგი­ვე "რა­შად გი­ან­ჯინ­სკი", რო­მან დმიტ­რი­ე­ვი, "რომა სტავ­რო­პოლ­სკი" და "ნიკო გაგ­რინ­სკი" და­იჭრ­ნენ.

ად­გი­ლობ­რი­ვი აფხა­ზე­ბი მა­შინ ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ ამ კონ­ფლიქტს გაგ­რძე­ლე­ბა მოჰ­ყვე­ბო­და, რად­გან ნი­კო­ლოზ დგე­ბუ­ა­ძე (ნიკა "გაგ­რინ­სკი") აფხა­ზეთ­ში სა­კუ­თა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით კი არა, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის" მიწ­ვე­ვით იყო ჩა­სუ­ლი. მისი ცემა კი მათი ავ­ტო­რი­ტე­ტის ხელ­ყო­ფა­საც ნიშ­ნავ­და...

ცნო­ბი­ლია, რომ რაულ ბარცბას აფხა­ზეთ­ში "მთა­ვა­რი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" ტი­ტუ­ლის მი­ღე­ბა სურს და მხო­ლოდ გუ­და­უ­თის კლა­ნის ლი­დე­რის "პო­ზი­ცია" არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს... მისი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი მტრე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­შია 46 წლის ნა­დირ სა­ლი­ფო­ვი, რო­მელ­საც მთე­ლი პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცის ლი­დე­რო­ბა უნდა.

გაზიარება
ტეგები:
#რაულ ბარცბა
#ნიკლოზ დგებუაძე
მკითხველის კომენტარები /21/
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლადო
0
0
რა გაახურეთ ტვინი ამ სისულელეებზე წერით? არ გვაინტერესებს კაი ხანია საქართველოში ქურდები და მაგათი კლანები არა, დაგელიათ საწერი? ხოცავენ და დახოცონ ერთმანეთი, ჩვენ რა შუაში ვართ?
22:42 / 23-09-2018
გამოხმაურება //
kako
7
1
გენეტიკურად კრიმინალი ერი
10:30 / 15-09-2018
გამოხმაურება //
ana!
2
13
ვა, მარტლა ლევან?? და პირისპირ ეტყვი მაგას?!! ვირტხა! რას ამბობ გამეები არ გდზინავს საქარტველოზე დარდიტ,, რაც ფულის გულისტვის გაქვს ნაკადრები,,,,, გეტყობა ლაპარაკზე ვინც ხარ!
01:38 / 15-09-2018
გამოხმაურება //
GIGUSHA
6
6
ტურქი არა კიდევ სპარსი!! წესიერად დაწერედ ტუ წერტ! დაავალეს ქალს ქურდებზე წერა,,, აზერბაიჯანელია!!!
01:36 / 15-09-2018
გამოხმაურება //
tatoo
11
1
მიდი ნიკო მიაწექიი შენთან ვართთთ
15:11 / 11-09-2018
გამოხმაურება //
korben dallas
29
0
თურქი რაშად ისმაილოვიო ? ვაა, სპორტის არ იყოს ქურდულ სამყაროსაც ჰყოლია "ლეგიონერები" DDDD
13:04 / 11-09-2018
გამოხმაურება //
ლევანი
25
3
დაუჭამიათ ერთმანეთი. ეგეთი დაბალი დონის ადამიანები, რასაც "კანონიერი ქურდები" ქვიათ, ძნელად წარმოსადგენია. მათ არც სამშობლო, არც რაიმე ღირსება, სიტყვის ფასი, ან ადამიანობასთან კავშირშია, არ გააჩნიათ. ჩვეულებრივი, რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები არიან და ფულის გულისთვის(რასაც სფეროების "გადანაწილებას" ეძახიან) ყველაფერს კადრულობენ.
12:11 / 11-09-2018
გამოხმაურება //
Georgia
11
1
სად ვართ, რაზე ვსაუბრობთ და რა დღეში ვართ ...?!
11:30 / 11-09-2018
გამოხმაურება //
gigi
17
2
მიდით ბიჭებო, დაერიეთ ერთმანეთს და შეჭამეთ, რაც ნაკლები იქნება თქვენნაირი მით ნაკლები პრობლემა ექნება ქვეყანასაც ადამიანებსაც და სამყაროსაც:))
11:23 / 11-09-2018
გამოხმაურება //
))))))))
4
1
ჩვენ ძაან გავასწარით არ ჩანანა უკვე))))))))))))))))))))
11:17 / 11-09-2018
გამოხმაურება //
mtkvari
17
2
ქურდები კი არა, ჩმორები არიან, ჯობია აფხაზებს იმაზე მოსთხოვოს გაგარინსკიმ რაც ქართველებს გაუკეთეს და არა წილების გაყოფაზე, სირცხვილია ქურდია თუ რა არის, რა მნიშვნელობა აქვს, ქართველი ხომ არის. მაგრამ საშოვარზე დახარბებული სვავებია ეს ქურდები
10:28 / 11-09-2018
გამოხმაურება //
41
6
0
საქართველოში ქურდული გარჩევები ნაკლები გაქვს თუ? ან ევროპას გადახედე რა მდგომარეობაში თქვენი წყალობით?
10:24 / 11-09-2018
გამოხმაურება //
გაგიკ ბოლო
4
1
ლალი, საქმე არაფერი გაქვს, შვილო?!
10:13 / 11-09-2018
გამოხმაურება //
xoneli
5
2
სასაცილოა სატირალი რომ არიყოს მგონი დგებუადზე უფრო მეტად იცავს ქარტულ ინტერსებს ვიდე ჩვენი მთარობა გინდა ქურდი დაარქვი ეხლა და გინდა კრიმინალი ბესპრიდელ პიზას მაინც ჯობია და ქართველობა მაინც ყავს გვერში.ამ ხალხის გამოყენებ ა შეიდზლება. ყველაფერს ხომარ დავწერ როგორ მიხედეთ უშიშროებამ აფხაზეთს არააქ მნიშვნელობა ამეტაბზე ვის სთნა დაიჭერთ საქმეს მთავარი ტერიტოროიის კონტროლიი და სამშობლოს ინერესები.მის სამსახურში ნემსით დ უნებლიეთ ყველა უნდა ჩააყენო მაშინ გქვია სახემწიფო.და უწყება.
09:52 / 11-09-2018
გამოხმაურება //
docent )
4
0
ესროლეს გასაგებია, მარა მოარტყეს? ან იჯდა შიგნით საერთოდ? რანაირი ინფორმაციაა ეს საერთოდ?!
09:48 / 11-09-2018
გამოხმაურება //
kako
16
2
მარტო მაგისთვისაა დასაფასებელი მიშა ესენი რომ ალაგმა
09:42 / 11-09-2018
გამოხმაურება //
უბრალო მამაკაცი
5
0
ჩემო კარგო შეეშვი ზღაპრების წერას თავი. რაიმე სიმართლესთან მიახლოებული მოიფიქრე
09:40 / 11-09-2018
გამოხმაურება //
დათო
2
4
ნიკა მაგარია
09:12 / 11-09-2018
გამოხმაურება //
irakli
2
1
:))))
09:11 / 11-09-2018
გამოხმაურება //
zura
6
2
ესე მონობაში ამოხდებათ სული
08:42 / 11-09-2018
გამოხმაურება //
dato
92
6
90-იანებში არიან რა ისევ და კვლავ რუსეთი რუსეთიო გაიძახიან
22:23 / 10-09-2018
გამოხმაურება //
გააკეთეთ კომენტარი
ყველა კომენტარი
რუბრიკის სხვა სიახლეები
16:19 / 18-02-2019
დარჩება თუ არა აფხაზეთი უშუქოდ - ენგურჰესი მუშაობას წყვეტს?
16:07 / 10-02-2019
"რუსული ნომრები თუ აქვს, "გაიც" აღარ აჩერებს. აბა გაბედე და გზის დათმობა სთხოვე, გადაგივლიან" - აფხაზეთში ავარიას რუსი სამხედრო ემსხვერპლა
10:30 / 06-02-2019
ოკუპირებულ აფხაზეთში ბრაკონიერებმა წითელ წიგნში შეტანილი ლეოპარდი მოკლეს
იხილეთ მეტი
  • რეიტინგი
  • Zooclub
  • Answers
  • Astrologi
  • კარიბჭე
  • კროსვორდები
ყველა უფლება დაცულია
ყველა უფლება დაცულია