ავტორი:

"გადადგეს ხელისუფლება - ეს არის ჩემი მოთხოვნა" - ზაზა სარალიძე პარლამენტთან შიმშილობას იწყებს

"გადადგეს ხელისუფლება - ეს არის ჩემი მოთხოვნა" - ზაზა სარალიძე პარლამენტთან შიმშილობას იწყებს

მოვითხოვ ხელისუფლების გადაგომას, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და დროებითი ხელისუფლების შექმნას, - ამის შესახებ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზეხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის შენობის წინ იწყებს შიმშილობას და არ აპირებს ტერიტორიის დატოვებას, სანამ მისი მოთხოვნები არ შესრულედება. სარალიძის განცხადებით, ხელისუფლება მკვლელებს არ აფარებს ხელს, ვინაიდან მკვლელი თავად ხელისუფლებაა.

"გადადგეს ხელისუფლება - ეს არის ჩემი მოთხოვნა. ხელისუფლება ჩემი შვილის მკველებს არ აფარებს ხელს, ისინი თავად არიან მკვლელები. მოვითხოვ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, დროებითი ხელისუფლების შექმნას. მე არ ვაპირებ არსად წასვლას, ვიქნები პარლამენტის შენობასთან, დავჯდები აქ და დღეიდან ვიწყებ შიმშილობას. მივმართავ ყველა მოქალაქეს, შემოგვიერთდეს“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა ასევე სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელმაც მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის შვილს ტერორისტულ ორგანიზაციებთან არანაირი კავშირი არ ჰქონია და შესაბამისი ორგანოები ახლა ცდილობენ მასაც ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირი დააბრალონ.

„მინდა საქართველოს ყველა მოქალაქე დავარწმუნო, რომ ჩემს შვილს ტერორიზმთან არანაირი კავშირი აქ ჰქონია, ისევე, როგორც მეც არანაირი კავშირი არ მაქვს და ამის დაბრალებას ცდილობენ. გთხოვთ ყველას, გამოხვიდეთ და დაგვიდგეთ გვერდით და დავანგრიოთ სისტემა, რომელიც კლავს“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ