ავტორი:

ინფორმაცია დაკარგულ ჯარისკაცებზე, ფაშისტების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტყვეთა ბანაკიდან

ინფორმაცია დაკარგულ ჯარისკაცებზე, ფაშისტების ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტყვეთა ბანაკიდან

მეორე მსოფლიო ომის დროს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტული ქართველი ჯარისკაცების მონაცემებს, წლების განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ ოჯახის წევრები, შთამომავლები და ახლობლები... AMBEBI.GE-მ სხვადასხვა წყაროებისა და ფიზიკური პირების დახმარებით, ამ წლების განმავლობაში უამრავ მათგანს აპოვნინა უგზო-უკვლოდ დაკარგული წინაპრების საძმო საფლავი თუ მათი პირადი დოკუმენტები.

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი მეგი სტემპენი კიდევ რამდენიმე ქართველი მეომრის მონაცემებს გვაწვდის; აქვე განვმარტავთ, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო, გვარ-სახელებსა და ხანდახან მისამართებშიც შესაძლოა შეცდომები იყოს.

შაქრო რადივიროს ძე ყურეშიძე - დაბადებული 1908 წლის მაისში. დედა - რონია ყურეშიძე. ტყვედ ჩავარდა: 07.12.1943 წელს, ქერჩში ბანაკი შტალაგი 12 ბ; გარდაიცვალა 1944 წლის 16 ივნისს.

გიორგი პლატონის ძე არობელიძე - დაბადებული 1918 წლის ივლისში, მისამართი: ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, ფოთის ქუჩა, ნომერი: 9. დედა: მარო ადამის ძე არობელიძე/დოლიძისა. ტყვედ ჩავარდა: 26.06.1941 წელს. ბანაკი შტალაგი 4 ბ. გარდაიცვალა: 1941 წლის 28 დეკემბერს, მიზეზი უცნობია.

სევერიან ტარიელის ძე ბორჩაძე - დაბადებული 1909 წლის 6 იანვარს. მისამართი: ქ. თბილისი ორჯონიკიძის/ ეხლანდელი თევდორე მღვდლის 78. დედა: ებრალიძე. პროფესია: მზარეული. ტყვედ ჩავარდა - 1942 წლის 14 მაისს ქერჩში. ბანაკი შტალაგი 4 ჰ (304) გარდაიცვალა - 1942 წელს 4 ოქტომბერს, ტუბერკულოზით.

სერგეი გრიგორის ძე ბალხამაშვილი - დაბადებული 1919 წლის 27 იანვარს, მისამართი, პატარა გორიჯვარი. მამა: ბალხამაშვილი გრიგორი ალექსანდრეს ძე. ომამდე სტუდენტი იყო, თუმცა, პროფესია და სასწავლებლის დასახელება ცნობილი არ არის, სიმაღლე: 165 სმ. თმის ფერი: შავი. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 5 ოქტომბერს. ბანაკი შტალაგი 4 ჰ (304) გარდაიცვალა - 1942 წლის 21 იანვარს, მიზეზი უცნობია.

სტეფანე ალექსანდრეს ძე ჭედლიშვილი (სავარაუდოდ, მჭედლიშვილი) - დაბადებული 1905 წლის 15 თებერვალს, თბილისში. პროფესია: ტრაქტორის მძღოლი. დედა: ოლგა ჭუჭულაშვილი/ჭედლიშვილისა. ტყვედ ჩავარდა: 15.08.1942 წელს. მისი პირადი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ტყვედ აყვანისა და ტყვეთა ბანაკში შეყვანისას უკვე შშმ პირი იყო, თუმცა, მითითებული არ არის, კონკრეტულად როგორ იყო გამოხატული. ბანაკი შტალაგი 4 ჰ (304) გარდაიცვალა: 1943 წლის 10 ოქტომბერს.

ივანე ცხორუბაშვილი (სავარაუდოდ, ცხოვრებაშვილი) - დაბადებული 1905 წელს, ქარელის რაიონი, სოფელი არცევი. სიმაღლე: 170; თმის ფერი: შავი. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 18 აპრილს; ბანაკი შტალაგი 4 ჰ (304) პირადი დოკუმენტების მიხედვით, ტყვეთა ბანაკში შეყვანისას ჯანმრთელობის მდგომარეობაში უწერია “სრულიად ჯანმრთელი”. გარდაიცვალა 1942 წლის 31 აგვისტოს. მიზეზი უცნობია.

ირადიონ (სავარაუდოდ, იროდიონ) გიორგის ძე გელაშვილი - დაბადებული 1915 წელს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში. ტყვედ ჩავარდა: 08.06.1942 წელს. ბანაკი: შტალაგი 4 ბ. გარდაიცვალა 1944 წლის 18 იანვარს. გარდაცვალების მიზეზი - ტუბერკულოზი.

მართალია, ზემოთ ჩამოთვლილი რამდენიმე მეომრის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ეს ბანაკი სასტიკი პირობებით გამოირჩეოდა და მათ შეყვანიდან მოკლე ხანში სიკვდილი “დაუფიქსირეს”, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი გაუსაძლისი პირობებისგან დაიღუპნენ, ან დახვრიტეს...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ