ავტორი:

რა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ მარიხუანასგან დამზადებულ პრეპარატებს - ნარკოლოგის კომენტარი

რა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ მარიხუანასგან დამზადებულ პრეპარატებს - ნარკოლოგის კომენტარი

მარიხუანასგან დამზადებული პრეპარატები ძალიან ბევრი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, მაგალითად, ეპილეფსიის, დიაბეტის, პარკინსონის დროს და ა.შ. - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნარკოლოგმა ზურაბ სიხარულიძემ მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტზე გატანის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.

„ძალიან კარგი იდეა და ინიციატივაა. თუ საქართველოში დაინერგება ამ პრეპარატების გამოყენება, ძალიან კარგი იქნება. უკვე რამდენიმე პრეპარატი არის რეგისტრირებული, რომელიც მარიხუანასგან მზადდება. არის პრეპარატები, რომლებიც დღესდღეობით კვლევაშია და ძალიან ბევრი ქვეყანა აწარმოებს კვლევებს ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზურაბ სიხარულიძემ.

მისივე თქმით, თვითონ მცენარეშიც არსებობს ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება როგორც გარეგანი მალამოები, ზეთები და ა.შ.

„მარიხუანა გარდა იმისა, რომ სამკურნალოდ გამოიყენება, ასევე, მისი წარმოებაში გამოყენებაც შესაძლებელია. კანაფისგან დამზადებული ქსოვილები, ბაწრები ძალიან მაღალი ხარისხის არის“, - განაცხადა სიხარულიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით - ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

როგორც “ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, პარტია “ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა დეპუტატებს საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვარიანტი გააცნეს, რომელიც ექსპორტზე გატანის მიზნით, საქართველოში სწორედ მარიხუანას წარმოების დაწყებას ითვალისწინებს. პროექტის სამუშაო ვარიანტის მიხედვით, მარიხუანას წარმოება ლიცენზირებად საქმიანობად გამოცხადდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ