ავტორი:

რუსული ესტრადის 7 უმდიდრეს მომღერალს შორის ორი ქართველია - რა თანხას გამოიმუშავებენ ქართველები მოსკოვში

რუსული ესტრადის 7 უმდიდრეს მომღერალს შორის ორი ქართველია - რა თანხას გამოიმუშავებენ ქართველები მოსკოვში

რუსეთის შვიდ ყველაზე მდიდარ მუსიკოსს შორის ორი ქართული წარმოშობის ვარსკვლავია. პორტალის skolkozarabatyvaet.ru მონაცემებით, ესტრადის ყველაზე მდიდარი შემსრულებელი გრიგორი ლეპსია, რომელიც 12.3 მლნ დოლარის ქონებას ფლობს.

ლეპსს კაპიტალი მხოლოდ სიმღერის წყალობით არ დაუგროვებია - ის ფლობს მზის სათვალეების მაღაზიებს, კარაოკე ბარებს, აქვს არაერთი სხვა მომგებიანი ბიზნესი.

ამავე პორტალის მონაცემებით, ლეპსის ჰონორარი სხვადასხვა ღონისძიებაზე 90-100 ათას ევროს შეადგენს.

კიდევ ერთი მუსიკოსი, რომელიც ყველაზე მდიდარ შვიდეულში შევიდა, ვალერი მელაძეა - 5 მილიონი დოლარის მფლობელი მომღერალი სიაში მეხუთე ადგილს იკავებს. მუსიკალური კარიერის გარდა, მელაძეს ასევე აქვს სხვადასხვა ბიზნესი, არის ტელეწამყვანი, მსახიობი, ახალგაზრდა შემსრულებლების პროდიუსერი... ვალერი მელაძე ძმასთან, კონსტანტინთან ერთად რუსული ესტრადის ფინანსურად ყველაზე შეძლებულ წარმომადგენლებს შორის არის.

მელაძის ჰონორარი საათში 55 ათას ევროს შეადგენს.

ყველაზე მაღალშემოსავლიან მომღერლებს შორის არის თამარ გვერდწითელიც, რომლის ჰონორარი 40-50 ათასი ევროა.

„ფორბსის“ სიაში ვერ მოხვდა სოსო პავლიაშვილი, თუმცა მისი ქონება საკმაოდ შთამბეჭდავია. პავლიაშვილის ნახვა კორპორატიულ საღამოებზე, ბოლო პერიოდში, იშვიათად შეიძლება, თუმცა წამყვანის ამპლუაში მასზე მოთხოვნა ძალიან დიდია და ამაში ის სოლიდურ ანაზღაურებასაც იღებს.

ამას გარდა, პავლიაშვილს აქვს საკუთარი ღვინის ქარხანა, რომელიც საკმაოდ შემოსავლიანია. თავად მუსიკოსი ამბობს, რომ ის ქარხნის თანამფლობელია და მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებენ.

რაც შეეხება მოსკოვში მოღვაწე კიდევ ერთ პოპულარულ ქართველს ქეთა თოფურიას, პორტალის skolkozarabatyvaet.ru ინფორმაციით, ჯგუფი А’Студио, რომლის სოლისტიც თოფურიაა, ჰონორარის სახით 30 ათას ევროს იღებს. ჯგუფი ყველაზე მაღალშემოსავლიან მუსიკალურ კოლექტივებს შორის არის.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს