ავტორი:

გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ცხედარი დედამ იპოვა - გორში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ცხედარი დედამ იპოვა - გორში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

არსებული ინფორმაციით, გორში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ცხედარი მისმა დედამ იპოვა. ქალი შვილის ცხედართან ერთად სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ვიდრე სამართალდამცველებს შეატყობინებდა შემთხვევის შესახებ.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, დედამ სასწრაფო დახმარება მხოლოდ მას შემდეგ გამოიძახა, რაც შვილი თოკიდან ჩამოხსნა და სხვა ოთახში გადაიყვანა.

"დილით ოჯახში კონფლიქტი მოხდა, დედა-შვილმა იჩხუბეს, რის შემდეგაც დედამისი სახლიდან გავიდა მოგვიანებით უკან დაბრუნდა, თუმცა შვილმა კარი არ გაუღო. დედა ისევ წავიდა და საღამოს დაბრუნდა. სახლში შევიდა, ამ დროს სავარაუდოდ უკვე გარდაცვლილი შვილი თოკიდან ჩამოხსნა, გარდაცვლილს ზონარი მოხსნა და სხვა ოთახში გადაიყვანა. რამდენიმე საათის შემდეგ კი სასწრაფო დახმარება გამოიძახა“, - განუცხადა AMBEBI.GE-ს წყარომ.

კიდევ ერთი ინფორმაციით, გარდაცლილი გოგონა შესაძლოა სახიფათო ინტერნეტთამაშს თამაშობდა და შემთხვევა სწორედ ამას უკავშირდება. აღნიშნულის შესახებ რეგიონული გამოცემა "დიანიუსი" იუწყება.

უბედური შემთხვევა გორში წუხელ მოხდა - სკოლის მოსწავლე 14 წლის გოგონა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ფეხსაცმლის ზონრით ჩამომხრჩვალი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, გოგონას გარდაცვალების საქმეზე ოჯახის წევრები და სკოლის დირექტორი გამოკითხეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მიმდინარეობს საქმეზე შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოკითხვა.

ამასთან, უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებების გათვალისწინებით, შესაძლოა განზრახ მკვლელობის, 108-ე მუხლით მიმდინარე გამოძიება 115-ე მუხლით გადაკვალიფიცირდეს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ნეტავ სცოდნოდა, რამდენად ლამაზი იყო შინაგანად და გარეგნულად..." - როგორ იხსენებენ ატენის ქუჩაზე მოკლულ დედა-შვილს

დიდ დიღომში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

დადიანზე ავარიის დროს გარდაცვლილი ქალი „ინტერპრესნიუსის“ თანამშრომელი იყო