ავტორი:

"ოცი წლით დაგვაბრუნა ახალგაზრდობისკენ" - როგორ ცხოვრობს 60 წლის ცოლ-ქმარი ნანატრი შვილის შეძენის შემდეგ

"ოცი წლით დაგვაბრუნა ახალგაზრდობისკენ" - როგორ ცხოვრობს 60 წლის ცოლ-ქმარი ნანატრი შვილის შეძენის შემდეგ

"შენთან ერთად ჭამს, შენს მხარზე იძინებს და ამას ვერაფერი შეედრება! იმხელა ძალა გვაქვს ცოლ-ქმარს, ალბათ მთებს გადავდგამთ. ოცი წლით დაგვაბრუნა ახალგაზრდობისკენ"... - ნათელა ლაზიშვილი და გურამ ლაზიშვილი თავიანთ უკიდეგანო ბედნიერებას გვიზიარებენ. მათ შვილი 33-წლიანი ლოდინის შემდეგ, მაშინ შეეძინათ, როდესაც ქალბატონი ნათელა 59 წლის იყო და ბატონი გურამი - 61 წლის... ქალბატონი ნათელა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული დედაა, მაგრამ დღეს ენერგიით სავსე, დამხმარეს გარეშე ზრდის ბავშვს და მის თავს არავის ანდობს...

ნათელა ლაზიშვილი:

"დედობა ყოფილა ყველაზე კარგი რამ ამ ქვეყანაზე! ამას ვერაფერს შევადარებდი... ჩემთვის მართლაც ანგელოზია... ძალიან მიხარია ცხოვრება, ბედნიერი ვარ და არც ვიცი, ეს ყველაფერი სიტყვებით როგორ აღვწერო. დამხმარე ქალი არ მყოლია, ბავშვი სრულიად მარტომ გამოვზარდე და ვერც ვერავის ვანდობ მის თავს. მამამისსაც კი ვერსად ვატან, რომელიც ბავშვზე გიჟდება... ძალიან ცელქი და კარგი ბავშვია, ღმერთის საჩუქარია ნამდვილი!

გურამ ლაზიშვილი:

- 61 წლამდე ყოველი წუთი და წამი უაზროდ მიცხოვრია! ცხოვრებას აზრი, სიხალისე, სიყვარული და ყველა სიკეთე მას შემდეგ მიეცა, როდესაც მე ღმერთმა გიორგის თავი მაჩუქა! დღეს ყოველი დღე ჩემთვის უბედნიერესია! გიორგის დაბადების შემდეგ უხასიათობა რა არის, აღარც მახსოვს. დაღამებასაც აზრი აქვს და გათენებასაც! დილით რომ თვალებში დამეტაკება და მაღვიძებს – ბა, ბას ძახილით, ამ სიხარულს ქვეყანაზე ვერაფერი შეედრება! წლის და შვიდი თვისაა და საოცარი ბავშვია... თუ რამ ცხოვრებაში უნდა შევქმნა, ძალას ჩემი პატარა მაძლევს და მისთვის ყველაფერს გავაკეთებ... წაიკითხეთ მეტი

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ