ავტორი:

გაიცანით 95 წლის რაჭველი ქალბატონი, რომელიც ულამაზეს ნამუშევრებს ქმნის - "...აპირებენ, ამ სიბერეში გამოფენით გამახარონ"

გაიცანით 95 წლის რაჭველი ქალბატონი, რომელიც ულამაზეს ნამუშევრებს ქმნის - "...აპირებენ, ამ სიბერეში გამოფენით გამახარონ"

რაჭველი ქალბატონი, ვისზეც დღეს უნდა გიამბოთ, 95 წლის გახლავთ და დღესაც 8-9 საათს შრომაში ატარებს. მისი ნამუშევრები გულგრილს არავის ტოვებს. ულამაზესი მოქარგული ტილოები, ვაზები, სამოსი, ჩარჩოები და ა.შ. თამამად შეიძლება ითქვას, მნახველის აღტაცებას იწვევს და კიდევ უფრო გაოცდებით, როცა მუშაობის პროცესს იხილავთ: ასეთ დროს ბამბის ქულასავით თეთრთმიან მოხუცს თვალები უციმციმებს, ყოველი ახალი საქმის დაწყებას დიდი სიყვარულით, მონდომებით უდგება და იმისათვის, რომ უწვრილესი მძივები აკინძოს, სათვალეც კი არ სჭირდება. ამბობს, - როცა ვმუშაობ, არაფერი მტკივაო...

ქალბატონი დოდოს სახლი ჯადოსნურ, მიმზიდველ სამყაროდ უქცევია მის ნაქარგებს. მასპინძელი არა მარტო თვალებიდან აფრქვევს სიყვარულს, არამედ სიტყვებიც ისეთი თბილი აქვს, ყინულს რომ გაადნობს და კიდევ არაერთხელ გაგიჩნდება მასთან სტუმრობის სურვილი. რა ვქნა, ძალიან მიყვარს ასეთი ოქროსგულიანი მოხუცები, რომლის მსგავსებიც ყველასთვის საკუთარ ტკბილ ბებიასთან ასოცირდებიან...

დოდო (მერი) ჯაფარიძე: - 5 წლის ვიყავი, როცა დედამ პატარა სკამზე დამსვა, პატარა მაგიდა დამიდგა წინ, მომცა ნემსი, მახათი, ძაფი და ტილო, რომელზეც პატარა კურდღელი იყო დახატული. მითხრა: შვილო, დღეს აი, ამას მოგაქარგვინებო. პირველ რიგში, მასწავლა ნემსის ხელში დაკავება. იმ დღის შემდეგ, ქარგვა შემიყვარდა და სულ საქარგავი მეჭირა ხელში. მე და ჩემი და ორივე კარგად ვქარგავდით, მაგრამ დედას საუკეთესო ნამუშევრები ჰქონდა. სამწუხაროდ, ბოლშევიკებმა ჩვენი სახლი დაარბიეს და ყველაფერი დაიკარგა... როცა გავთხოვდი და შვილები შემეძინა, ხელსაქმე დროებით გვერდზე გადავდე... 26 წლის ვიყავი, მეუღლე რომ გარდამეცვალა და 2 პატარა ბავშვი დამრჩა. გაჭირვებამ ხელსაქმე გამახსენა და ქარგვა დავიწყე, რომ ცოტაოდენი ფული გამომემუშავებინა.

- გასაყიდად ძირითადად, რისი მოქარგვა გიწევდათ?

- ცხვირსახოცების, საყელოების, ბლუზების და ა.შ. თითქმის ყველაფერს ვქარგავდი, რასაც მთხოვდნენ. მერე ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ ამ საქმეს თავი დავანებე. მხოლოდ რამდენიმე წლის წინ, დარდის გასაქარვებლად მივუბრუნდი ხელსაქმეს. ეს მამშვიდებს.

- დიდი დრო გჭირდებათ ერთი სურათის მოსაქარგად?

- ნამუშევარს გააჩნია, შვილო. ისე კი, ძალიან რთული საქმეა. მხოლოდ ძაფით როცა ვმუშაობ, გაცილებით იოლია, ბისერებით კი ძნელია, დიდი შრომა სჭირდება. თითო ყვავილზე 100-ზე მეტი მძივია აცმული...

- შვილიშვილებს არ ასწავლეთ ხელობა?

- ერთადერთი შვილიშვილი მყავს, ისიც ვაჟი. მის ცოლს, ნინოს კი ვასწავლე და მალევე აითვისა. ისე, როცა რაჭაში ვცხოვრობდით, სოფელში ბავშვებს მოვისვამდი და ქარგვას ვასწავლიდი. სხვათა შორის, ბევრი ჩემი ნამუშევარი რაჭაში მაქვს დატოვებული.

- ალბათ, ხატვაც გეხერხებათ...

- ძირითადად, ყვავილებს ვხატავ. პატარა რომ ვიყავი, დედა მიხატავდა, მერე მე თვითონ ვცდილობდი ამას, მაგრამ გამოგიტყდებით და, ყვავილების გარდა ვერაფერს ვხატავ.

- ახლა რომ გთხოვონ, შეკვეთას მიიღებთ?

- 95 წლის ვხდები შვილო და როგორ ვიმუშაო შეკვეთებზე? რაღა დროს ჩემი ეგეთებია (იღიმის)...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ